მსოფლიოხელოვნება

ნიკო ქაჯაია საბავშვო ევროვიზიაზე 19 დეკემბერს მეორე ნომრად წარდგება

საბავშვო ევროვიზიაზე საქართველოს წარმომადგენელი ნიკო ქაჯაია 19 დეკემბერს პარიზში, „ლა სენ მუსიქალის“ სცენაზე მეორე ნომრად გამოვა.

19 მონაწილე ქვეყნის რიგითობა დღეს გახდა ცნობილი კონსკურსის გახსნის ცერემონიაზე. ხვალიდან კონკურსანტები პირველ რეპეტიციებს დიდ სცენაზე გაივლიან.

პროექტ „რანინას“ გამარჯვებული ნიკოლოზ ქაჯაია საბავშვო ევროვიზიაზე საქართველოს სახელით წარდგება გიგა კუხიანიძის სიმღერით „დავაგროვოთ ღიმილები“ (lets count the smiles).

საბავშვო ევროვიზიის რიგით მე-19 კონკურსი საფრანგეტის დედაქალაქ  პარიზში 19 დეკემბერს გაიმართება და მასში მონაწილეობას 19 ქვეყნის წარმომადგენლები მიიღებენ. პირდაპირ ტრანსლაციას, ტრადიციულად, საზოგადოებრივი მაუწყებელი განახორციელებს.

17 დეკემბრის 23:00 საათიდან კი საბავშვო ევროვიზიის ოფიციალურ ვებგვერდზე Junioreurovision.tv ხმის მიცემა დაიწყება.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close