სანკტ-პეტერბურგში ბიზნესმენი ალექსანდრე ებრალიძე დააკავეს
რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურმა სანქტ-პეტერბურგში ბიზნესმენი, „ქართველ ხალხთა მსოფლიო კონგრესის“ დამფუძნებელი ალექსანდრე ებრალიძე დააკავა.
როგორც რუსული მედია იტყობინება, ებრალიძის დაკავება მითვისება/გაფლანგვის მუხლით მიმდინარე საქმის ფარგლებში მოხდა, რომელიც 2016 წელს „კონსტანს-ბანკიდან“ 3 მილიარდი რუბლის დაკარგვას უკავშირდება, რომლის მთავრი მესაკუთრეც სწორედ ებრალიძე იყო. ამ ინციდენტის შემდეგ ბანკს ლიცენზია ჩამოერთვა.
ალექსანდრე ებრალიძის სახლებსა და ოფისებში ჩხრეკა ჩატარდა, სამართალდამცავებმა მის თანამშრომლები დაკითხეს.
2009 წლის თებერვალში ალექსანდრე ებრალიძემ დააარსა „ქართველ ხალხთა მსოფლიო კონგრესი“, რომლის ოფიციალურ მიმართვაში დეკლარირებულია საქართველოს კრიზისული მდგომარეობიდან გაყვანა სტაბილური დემოკრატიული განვითარების გზაზე. კონგრესის წევრები რუსეთთან მეგობრული ურთიერთობის აღდგენის მოწოდებით გამოდიოდნენ.
rustavi2.ge
კომენტარები