საზოგადოება

„ჯვრის აყრა“ არ არსებობს – შეუძლია თუ არა ადამიანს მეორედ დაიწეროს ჯვარი და რა არის ამისთვის საჭირო

ქორწინება, სამწუხაროდ, ზოგჯერ განქორწინებით სრულდება. ჯვარდაწერილი წყვილის შემთხვევაში დაშორებას ჯვრის აყრაც მოსდევს.

როდის ხდება ეკლესიური ქორწინების შეწყვეტა, რამდენჯერ შეუძლია ადამიანს ჯვრის დაწერა ეკლესიაში და როგორ სრულდება განმეორებითი ჯვრისწერის რიტუალი, ამის შესახებ „რუსთავი 2-თან“  დეკანოზი გურამ ჭარელაშვილი საუბრობს.

რა არის ჯვრის აყრა და რა შემთხვევაში შეიძლება მოხდეს?

„ჯვრის აყრა“ – ტერმინი – არასწორია, თანამედროვე რეალობაში ჯვრის აყრას ეძახიან ქმედებას, როდესაც მაღალი იერარქიის პირი მოძღვარი აძლევს ლოცვა-კურთხევას ადამიანს ჯვრისწერაზე.

ვთქვათ, ერთხელ დაიწერა ადამიანმა ჯვარი, არ შედგა ეს კავშირი და გავიდა პერიოდი, როდესაც მოუნდა მეორედ ქორწინება.

ამ შემთხვევაში მოძღვარს არ შეუძლია ჯვარი დასწეროს თუ არ გამოიკვლია მიზეზები, რა მოხდა და თუ არ დადგინდა, მეორე მხარე რა პოზიციაზეა. ამის შემდეგ მიდის ადამიანი მღვდელმთავართან ლოცვა-კურთხევისთვის. ვთქვათ, ეპარქიაში ეპარქიის მღვდელმთავარს, თბილისში ქორეპისკოპოსს და ესენი იკვლევენ, მისცენ თუ არა მეორე ჯვრისწერაზე კურთხევა. მეორე ჯვრისწერაზე ლოცვა-კურთხევას ეძახიან სწორედ ჯვრის აყრას, თუმცა ტერმინი ნამდვილად არასწორია.

როდესაც ცოლ-ქმარი ერთად აღარ ცხოვრობს და რომელიმე მათგანი აპირებს ჯვრის აყრას და მეორედ დაქორწინებას, ერთ-ერთი მათგანი კი უარზეა, ამ დროს რა გამოსავალი არსებობს?

თუ არსებობს განქორწინების მოწმობა, ან ერთ-ერთი მეუღლე, რომელმაც სხვასთან მოაწერა ხელი და ეს ცნობა არსებობს, უკვე არ არის საჭირო,მეორე მეუღლე თანახმაა თუ არა, რადგან ცნობა აჩვენებს, რომ ადამიანმა სხვა ოჯახი შექმნა. საბოლოოდ მაინც სხვადასხვა სიტუაციაში სხვადასხვანაირად მიდის განხილვა.

გამოკვლევა მაინც ხდება, რატომ დაინგრა ოჯახი, რამდენად მძიმე მიზეზები იყო, შემდეგ მღვდელი ამ ინფორმაციას აწვდის ქორეპისკოპოსს ან ეპისკოპოსს, ვინც ეხმარება მღვდელს თანხმობაში და კურთხევის მიცემაში.

მისივე თქმით, მღვდელმთავარმა უნდა გამოიკვლიოს მიზეზი, თუ ნამდვილად მისაღებია და ყველანაირი პირობა არსებობს, ერთი მხარის უარის მიუხედავად შეუძლია მღვდელმთავარს ქორწინების ანულირება.

როგორ სრულდება ჯვრის აყრის რიტუალი და რამდენჯერ არის შესაძლებელი ჯვრისწერა?

მღვდელმთავარი კითხულობს სპეციალურ ლოცვებს, სხვა იერარქს არ შეუძლია. უკიდურესი შემთხვევების დროს 3-ჯერ უშვებს ეკლესია, თუმცა, ბოლო ორ შემთხვევაში სამგლოვიაროა და სასჯელს ადებს მოძღვარი, ლიტურგიკული მსახურების აღსრულებისას გვირგვინი არ ედგმებათ, სანთელს არ აძლევს და ლოცვებს ისე კითხულობს. სასჯელს ანუ ლოცვით კანონს აძლევს გარკვეული დროით. მათ ქორწილში არ უნდა წავიდეს სასულიერო პირი კანონიკის მოთხოვნით.

თუ ადამიანს მეუღლისგან არ აქვს ნებართვა და მოძღვარს არ აფრთხილებს პირველი ჯვრისწერის შესახებ, რა ხდება ამ დროს ეკლესიურად? 

მღვდელი ყოველ შემთხვევაში ეკითხება ადამიანს ჯვრისწერის დროს, არის თუ არა ეს პირველი ქორწინება. თუ ახლა ადამიანი მოიტყუება, ეს ცოტა რთული თემაა და ამას არავინ უნდა აკეთებდეს, თუმცა შეიძლება ხდება კიდეც. თუ ზემოთ ხსენებული პროცედურები არ გაიარა ადამიანმა, ეს ნამდვილად არის ეკლესიური წესების დარღვევა.

რას ავალდებულებს ჯვრისწერა დაოჯახებულ ცოლ-ქმარს?

ერთგულების გარეშე ოჯახი ფუღურო ხდება, სადაც ბოროტი სული იმკვიდრებს. ცოლ- ქმარი ტრაპეზის წინ აღთქმას დებს, რომ ჭირსა და ლხინში ერთმანეთს გაუგებენ.

rustavi2.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close