კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის, 4-10 ოქტომბერი
4 -5 ოქტომბერი კლებადი მთვარის პერიოდია. ამ დღეებში განსაკუთრებით ფრთხილად უნდა იყოთ შეცდომების გამო, რომელიც გამოწვეულია დაბნეულობითა და უყურადღებობით. ამ პერიოდში თქვენ ირგვლივ ატმოსფერო შეიძლება იყოს ბუნდოვანი, გაურკვეველი. ადამიანებმა, რომლებიც მიდრეკილნი არიან ნევროზის, შფოთვისა და სხვა სუბოპტიმალური ფსიქიკური მდგომარეობისკენ, შეიძლება მწვავედ იგრძნონ ეს დაძაბულობა.
6 ოქტომბერს ახალმთვარეობაა. ამ დღეს ბევრი რამ დამოკიდებული იქნება თქვენს საქმიანობაზე, თუმცა როგორ განვითარდება მოვლენები, ამას თქვენ ვერ გადაწყვეტთ. შეიძლება ნერვიულობა მოგიწიოთ, მაგრამ რა საჭიროა? უბრალოდ, დაისვენეთ, მოდუნდით და დინებას მიჰყევით.
7-იდან 10 ოქტომბრის ჩათვლით მზარდი მთვარის პერიოდია. ამ პერიოდში დარწმუნებული იყავით საკუთარ თავში – მაშინ გარშემომყოფები თქვენში ძლიერ პიროვნებას დაინახავენ. სწორედ ეს მომენტი უნდა უნდა გამოიყენოთ სამუშაო საკითხების გადაჭრისას. დიდი შანსია, რომ ხელმძღვანელობამ ახლავე შეგამჩნიოთ.
მაშინაც კი, თუ ყველაფერი, რაც დაგეგმეთ, არ განხორციელდა, თავს ნუ დაიდანაშაულებთ. თქვენ საკმაოდ კარგი საქმე გააკეთეთ ბოლო პერიოდში! აუცილებლად მოიფიქრეთ და დააჯილდოეთ საკუთარი თავი სასიამოვნო მოგზაურობით ან შოპინგით. ასევე, კარგი იქნება, თუ ამ პერიოდში მძიმე საკვებზე უარს იტყვით.
სასიკეთო დღეები: 8, 10.
არასასიკეთო დღე: 6.
კურო
არ წამოეგოთ პროვოკაციებზე! შეინარჩუნეთ სიმშვიდე მაშინაც კი, თუ „პროვოკატორი“ მძაფრ ემოციამდე მიგიყვანთ. თქვენი ფინანსური მდგომარეობა გაუმჯობესდება. ამ პერიოდის განმავლობაში ხელსაყრელია ფულადი ინვესტიციების განხორციელება, თუმცა მანამდე კარგი იქნება, თუ სპეციალისტთან გაივლით კონსულტაციას.
სასიკეთო დღეები: 5, 8.
არასასიკეთო დღე: 10.
ტყუპი
უმჯობესია არ დაემორჩილოთ ცდუნებებს, რომლებიც ყოველ ნაბიჯზე თან გდევთ. ეს ასევე ეხება თქვენს კვებას. განსაკუთრებით შაბათ-კვირას დაიცავით ჯანსაღი დიეტა. ამ დღეებში საყვარელ ადამიანს შეუძლია საკუთარი თავი უარყოფითი მხრიდანაც დაგანახვოთ.
სასიკეთო დღეები: 6, 10.
არასასიკეთო დღე: 4.
გარშემო მყოფებს ახლა თქვენზე ძლიერი გავლენა ექნებათ. უფრო ფრთხილად შეარჩიეთ თანამოსაუბრეები! პრიორიტეტის მიხედვით უმჯობესია ოჯახი წინ დააყენოთ, სამუშაო მოიცდის. კარგი იქნება, თუ ამ დღეებში კონფლიქტები არ გამძაფრდება, ამისთვის ყველაფერი იღონეთ.
სასიკეთო დღეები: 8, 9.
არასასიკეთო დღე: 7.
თქვენი ენერგია ახლა საკმარისი იქნება მრავალი მცირე და დიდი საქმის განსახორციელებლად! ამ კვირაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული დღე იქნება პარასკევი, 8 ოქტომბერი. თავისუფლად ჩაატარეთ მნიშვნელოვანი შეხვედრები და მოლაპარაკებები! ამ თარიღის შემდგომ შაბათ-კვირას კარგად დაისვენეთ.
სასიკეთო დღეები: 7, 9.
არასასიკეთო დღე: 5.
ვარსკვლავები ქალწულებს ურჩევენ, არ იჩქარონ. პატარ-პატარა საქმეებს მოგვიანებით მიუბრუნდით. სამსახურში კვირის შუა რიცხვებამდე საგანგებო მდგომარეობა იქნება, მაგრამ იქაც ჯობია საქმეების დელეგირება მოახდინოთ, ვიდრე ყველაფერი თავად გააკეთოთ. შეიცოდეთ საკუთარი თავი! ახლა ხარისხიანი დასვენება გჭირდებათ.
სასიკეთო დღეები: 6, 9.
არასასიკეთო დღე: 4.
სიზარმაცესთან ბრძოლა ახლა ძნელი იქნება, მაგრამ თუ ამას ვერ შეძლებთ, უსიამოვნებები გელით. ამ კვირაში თავისუფალი დრო სასარგებლო წიგნების კითხვაში გაატარეთ. მალე სამსახურში შანსი გექნებათ, იბრწყინოთ თქვენი ცოდნით და ყველა გააოცოთ.
სასიკეთო დღეები: 9, 10.
არასასიკეთო დღე: 7.
მორიელი
მიმდინარე წლის 4 ოქტომბერი თქვენთვის ძალიან სასიამოვნო დღე იქნება. საყვარელი ადამიანი გაგაოცებთ, დღე კარგად ჩაივლის და განწყობაც შესანიშნავი გექნებათ! ამ კვირაში შესაძლებელია დაბრკოლებები და რთული ამოცანები. მთავარია ყველაფერს ერთდროულად არ შეეჭიდოთ! მიანიჭეთ პრიორიტეტი რომელიმე მათგანს.
სასიკეთო დღეები: 4, 10.
არასასიკეთო დღე: 6.
მშვილდოსანი
იფიქრეთ იმაზე, რისი შეცვლაც გსურთ ცხოვრებაში. პერიოდი ხელსაყრელია სპონტანური გადაწყვეტილებებისთვის. უკვე შეგიძლიათ და უნდა დაგეგმოთ დასვენების დღეები. კარგია, თუ ოჯახთან ან მეგობრებთან ერთად დაისვენებთ. მთავარია მარტო არ იყოთ.
სასიკეთო დღეები: 6, 8.
არასასიკეთო დღე: 9.
ნუ შეეწინააღმდეგებით იმ გარემოებებს, რომლებსაც თქვენი ცხოვრება შექმნის. უმჯობესი იქნება ისწავლოთ მათთან დროულად ადაპტირება. ახლობლებთან ნუ იჩხუბებთ: მალე შეიძლება მათი დახმარება დაგჭირდეთ. ამ დღეებში ბავშვები ძალიან პრეტენზიულები იქნებიან. მოთმინებით აღიჭურვეთ!
სასიკეთო დღეები: 7, 9.
არასასიკეთო დღე: 4.
ეს დრო ხელსაყრელია ახალი ნაცნობობისთვის. მარტოხელა მერწყულები შეიძლება თავიანთ საბედოს შეხვდნენ. რაც შეეხება ფინანსებს, შეეცადეთ ვალში არ ჩავარდეთ და სესხი არ აიღოთ. 6 ოქტომბერი რთული დღე იქნება თქვენთვის, წინასწარ „დაიბევეთ“ საყვარელი ადამიანების მხარდაჭერა.
სასიკეთო დღეები: 5, 8.
არასასიკეთო დღე: 9.
დროა აიმაღლოთ განწყობა! თქვენს განრიგში შეიტანეთ გართობა და მეგობრებთან შეხვედრა. ამ კვირაში გვერდს არ აგივლით ვირუსები და გაციება, მაგრამ თუ ექიმს დროულად მიაკითხავთ, მკურნალობა არ გაჭიანურდება. ფრთხილად იყავით და შაბათ-კვირას კარგად დაისვენეთ.
სასიკეთო დღეები: 6, 7.
არასასიკეთო დღე: 10.
თამთა გურული
კომენტარები