მედიცინაქართველები უცხოეთში

ემიგრანტი ექიმის ძალისხმევით გერმანული მედიცინა ქვეყნიდან გაუსვლელად ხელმისაწვდომი ხდება

საქართველოს მოქალაქეებისთვის გერმანული მედიცინა ქვეყნიდან გაუსვლელად ხდება ხელისაწვდომი. ევროპული კვლევები, დიაგნოსტიკა და მკურნალობა სხვადასხვა მიმართულებით შესაძლებელი იქნება როგორც ადგილზე, ისე დისტანციურად.

„დოიჩე დიაგნოსტიკ ცენტრუმის“ იდეა გერმანიაში მოღვაწე ქართველი ემიგრანტს, პროფესორ გიორგი გრიგოლიას ეკუთვნის, მასთან ერთად პროექტის პრეზენტაციისთვის გერმანიიდან წამყვანი სპეციალისტები ჩამოვიდნენ.

ოქტომბრის ბოლოს დასახელდება ზუსტი თარიღი, თუ როდიდან შეძლებენ საქართველოს მოქალაქეები გერმანული მედიცინით სარგებლობას. მანამდე გერმანელი სპეციალისტები საკუთარ გამოცდილებას ქართველ კოლეგებს გაუზიარებენ და ცენტრს შესაბამისი აპარატურით აღჭურვავენ.

ვისაც გსურთ, უკეთ გაიცნოთ ემიგრანტი ექიმი გიორგი გრიგოლია, ნახეთ ეს სიუჟეტი „შინ, უცხოეთში“

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close