საბერძნეთი
შუალედური ფასდაკლებები საბერძნეთში: კვირას მაღაზიები ღია იქნება
შუალედური ფასდაკლებების კამპანიის ფარგლებში ხვალ, 6 მაისს საბერძნეთში მაღაზიები იმუშავებენ, მაგრამ სამუშაო გრაფიკი ჩვეულებრივი დღეებისგან განსხვავებული იქნება. თუ შოპინგს გეგმავთ, ხვალ ამისთვის შესაფერისი დროა.
როგორც ათენის სავაჭრო პალატა იუწყება, მაღაზიების მეპატრონეებს რეკომენდაცია მიეცათ, დილის 11-იდან საღამოს 8 საათამდე მოემსახურონ კლიენტებს. გრაფიკი სავალდებულო არაა და შესაძლოა ზოგიერთი სავაჭრო დაწესებულება უფრო ადრე დაიკეტოს.
შუალედური ფასდაკლებები 15 მაისამდე გაგრძელდება.
კომენტარები