საქართველოში კორონავირუსით მესამედ დაინფიცირების შემთხვევა დაფიქსირდა
საქართველოში კორონავირუსით მესამედ დაინფიცირების შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ინფექციონისტმა რევაზ მეჭურჭლიშვილმა განუცხადა.
რადიო თავისუფლებამ ამ საკითხთან დაკავშირებით დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორს, ამირან გამყრელიძეს მიმართა, რომელმაც თქვა, რომ სამჯერადი რეინფიცირება „ბაზაში კლასიკური პროტოკოლით დადასტურებული არ არის“.
ზოგადად, როდესაც ადამიანის იმუნური სისტემა იჭერს და კლავს ვირუსს, ის მონაცემებს ინახავს. როგორც კი ვირუსი კიდევ ერთხელ გამოჩნდება, იმუნური სისტემა ამოიცნობს მას და სწრაფად კლავს.
რამდენად მძიმეა რეინფიცირების შემთხვევები, ვინ არის უფრო მეტად რისკის ქვეშ და რას ნიშნავს რეინფიცირება ადამიანის იმუნიტეტისთვის – ამ კითხვებზე პასუხები მიმდინარე კვლევების დასრულების შემდეგ გვექნება.
აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციით, კოვიდ-19-ით რეინფიცირების შემთხვევები დაფიქსირებულა, მაგრამ იშვიათად.
კომენტარები