პოლიტიკასაბერძნეთისაქართველო

საბერძნეთი მადლობას უხდის საქართველოს, სხვა ქვეყნებთან ერთად, მძიმე სიტუაციაში მხარდაჭერის გამოხატვისთვის

საბერძნეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო მადლობას უცხადებს იმ ქვეყნებს, რომლებაც მხარდაჭერა გამოხატეს გასაჭირში მყოფი ბერძენი ხალხის მიმართ: ჩამონათვალში საქართველოც მოხვდა.

ცოტა წინ საბერძნეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ თავის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე გაავრცელა განცხადება და მადლობა გადაუხადა ქვეყნებს და ორგანიზაციებს, რომლებმაც ძლიერი ხარძრებით დაზარალებული ბერძენი ხალხის მიმართ მხარდაჭერა გამოხატეს. საბერძნეთის საგარეო უწყება მადლობას უცხადებს: ეგვიპტეს, სომხეთს, ბელგიას, საფრანგეთს, საქართველოს, ევროკავშირს, აშშ-ს, იორდანიას, ისრაელს, ესპანეთს, ყატარს, ქუვეითს, კვიპროსს, ლიბანს, ლიეტუვას, უკრაინას, პოლონეთს, რუმინეთს, რუსეთს, შვედეთს, თურქეთსა და მსოფლიო პატრიარქს, ბართოლომეოსს.

საქართველოს  საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი თავის ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე აქვეყნებს ინფორმაციას, რომ სატელეფონო საუბარი გამართა საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ნიკოს დენდიასთან.

საუბრისას ზალკალიანმა მწუხარება გამოთქვა საბერძნეთში არსებული მასშტაბური ხანძრების გამო და საქართველოს მთავრობის სახელით სოლიდარობა გამოხატა ბერძენი ხალხისა და მთავრობის მიმართ. მინისტრი დაინტერესდა საბერძნეთში ხანძრების მხრივ დღეს არსებული ვითარებით და ასევე ცეცხლის ჩაქრობის სამუშაოების მიმდინარეობით.

სატელეფონო საუბრისას მხარეებმა კიდევ ერთხელ აღნიშნეს ორი ქვეყნის ისტორიული კავშირები და მეგობრული ურთიერთობები.

გიორგი ჯანელიძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close