ყველა დროის ყველაზე პოპულარული 10 ვიდეო YOUTUBE-ზე
2016 წლის 17 ივნისს სამხრეთ კორეულმა საგანმანათლებლო კომპანია Pinkfong-მა Youtube-ზე ვიდეო Baby Shark Dance განათავსა, დღეს კი პატარებისთვის განკუთვნილი ეს მხიარული რგოლი მსოფლიოში ყველა დროის ყველაზე პოპულარული Youtube ვიდეოა, რომელიც ამ დროისთვის 8.88 მილიარდზე მეტმა ადამიანმა ნახა.
Baby Shark Dance-ს მოჰყვება Despacito, რომელსაც ამჟამად youtube-ზე 7.42 მილიარდზე მეტი ნახვა აქვს.
კორეული მუსიკალური ბენდის, PSY-ს ვიდეო Gangnam style Youtube-ზე მთელი 1689 დღის (4,6 წელი) განმავლობაში არ თმობდა ლიდერობას, თუმცა ახლა მან მეათე პოზიციაზე გადაინაცვლა 4,1 მლრდ ნახვით.
Youtube-ში ყველაზე პოპულარული ვიდეოების უმეტესობა მუსიკალური კლიპებია, მაგრამ ისიც უნდა ითქვას, რომ დროთა განმავლობაში Youtube-ის მომხმარებელთა გემოვნება იცვლება – თუკი 2010 წელს მაყურებელს ყველაზე მეტად მუსიკალური კლიპები იზიდავდა, ბოლო დროს მეტ ინტერესს იწვევს მხიარული ვიდეოები, რომლებიც ვირუსულად ვრცელდება. იხვეწება მაყურებლის გემოვნებაც – სამოყვარულო ვიდეოებთან შედარებით, პროფესიონალურ პროდუქტს გაცილებით მეტი ადამიანი ნახულობს.
youtube-ზე ყველა დროის ტოპ-10 ვიდეოს რეიტინგი კი ამ დროისთვის ასეთია:
1. Baby Shark Dance – 8.88 მილიარდი ნახვით;
2. Despacito – 7.42 მილიარდი ნახვით;
3. Shape of you – 5.67 მილიარდი ნახვით;
4. Johny Johny yes papa – 5.51 მილიარდი ნახვით;
5. See you again – 5.16 მილიარდი ნახვით;
6. Masha And the Bear Recipe for Disaster – 4.44 მილიარდი ნახვით;
7. Bath Song – 4.23 მილიარდი ნახვით;
8. Uptown Funk – 4.21 მილიარდი ნახვით;
9. Learning Colours – 4.2 მილიარდი ნახვით;
10. Gangnam Style – 4.1 მილიარდი ნახვით.
ნუცა ყაველაშვილი
კომენტარები