fbpx
ვიდეოტექნოლოგიები

ყველა დროის ყველაზე პოპულარული 10 ვიდეო YOUTUBE-ზე

2016 წლის 17 ივნისს სამხრეთ კორეულმა საგანმანათლებლო კომპანია Pinkfong-მა Youtube-ზე ვიდეო Baby Shark Dance განათავსა, დღეს კი პატარებისთვის განკუთვნილი ეს მხიარული რგოლი მსოფლიოში ყველა დროის ყველაზე პოპულარული Youtube ვიდეოა, რომელიც ამ დროისთვის 8.88 მილიარდზე მეტმა ადამიანმა ნახა.

Baby Shark Dance-ს მოჰყვება Despacito, რომელსაც ამჟამად youtube-ზე 7.42 მილიარდზე მეტი ნახვა აქვს.

კორეული მუსიკალური ბენდის, PSY-ს ვიდეო Gangnam style Youtube-ზე მთელი 1689 დღის (4,6 წელი) განმავლობაში არ თმობდა ლიდერობას, თუმცა ახლა მან მეათე პოზიციაზე გადაინაცვლა 4,1 მლრდ ნახვით.

Youtube-ში ყველაზე პოპულარული ვიდეოების უმეტესობა მუსიკალური კლიპებია, მაგრამ ისიც უნდა ითქვას, რომ დროთა განმავლობაში Youtube-ის მომხმარებელთა გემოვნება იცვლება – თუკი 2010 წელს მაყურებელს ყველაზე მეტად მუსიკალური კლიპები იზიდავდა, ბოლო დროს მეტ ინტერესს იწვევს მხიარული ვიდეოები, რომლებიც ვირუსულად ვრცელდება. იხვეწება მაყურებლის გემოვნებაც – სამოყვარულო ვიდეოებთან შედარებით, პროფესიონალურ პროდუქტს გაცილებით მეტი ადამიანი ნახულობს.

youtube-ზე ყველა დროის ტოპ-10 ვიდეოს რეიტინგი კი ამ დროისთვის ასეთია:

1. Baby Shark Dance – 8.88 მილიარდი ნახვით;

2. Despacito – 7.42 მილიარდი ნახვით;

3. Shape of you – 5.67 მილიარდი ნახვით;

4. Johny Johny yes papa – 5.51 მილიარდი ნახვით;

5. See you again – 5.16 მილიარდი ნახვით;

6. Masha And the Bear Recipe for Disaster – 4.44 მილიარდი ნახვით;

7. Bath Song – 4.23 მილიარდი ნახვით;

8. Uptown Funk – 4.21 მილიარდი ნახვით;

9. Learning Colours – 4.2 მილიარდი ნახვით;

10. Gangnam Style – 4.1 მილიარდი ნახვით.

ნუცა ყაველაშვილი

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close