საზოგადოება

კონსტანტინე, ცოტნე და გიორგი გამსახურდიების ნამდვილი ამბავი: „თქვენ არ იცით, როგორი ძმობა, სიყვარული და თავგანწირვა შეუძლია ერთმანეთისთვის ამ სამ ძმას“ – ანა ჯაბაური

ცოტ­ნე გამ­სა­ხურ­დი­ას მე­უღ­ლე, ანა ჯა­ბა­უ­რი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში საზოგადოებას გვერდში დგომისთვის მადლობას უხდის და ასე­ვე იმ სიყ­ვა­რუ­ლი­სა და თავ­გან­წირ­ვის შე­სა­ხებ წერს, რო­მე­ლიც ძმებს, ცოტ­ნეს, გი­ორ­გი­სა და კონ­სტან­ტი­ნეს ერ­თმა­ნე­თის მი­მართ აქვთ:

„მე­გობ­რე­ბო, პირ­ველ რიგ­ში, უდი­დე­სი მად­ლო­ბა სიყ­ვა­რუ­ლის­თვის და იმ და­დე­ბი­თი ემო­ცი­ე­ბის­თვის, რო­მელ­საც ვგრძნობთ თქვე­ნი მხრი­დან. სწო­რედ პო­ზი­ტი­ვი და მხო­ლოდ პო­ზი­ტი­ვი, საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის გა­რე­მოც­ვა, სიმ­შვი­დე და სპე­ცი­ა­ლუ­რი ვარ­ჯი­შე­ბი არის ექი­მის ის და­ნიშ­ნუ­ლე­ბა, რომ­ლი­თაც ჩა­მო­ვე­დით, ასე­ვე ექი­მის რე­კო­მენ­და­ცი­ით, მშობ­ლი­ურ ქვე­ყა­ნა­ში.

დღეს მო­მინ­და თქვენც ყო­ფი­ლი­ყა­ვით თა­ნა­მო­ნა­წი­ლე ჩვე­ნი, ჩემი და ცოტ­ნეს, #გი­ორ­გი­გამ­სა­ხურ­დია-ს, Ani Abuladze-ს, Konstantine Gamsakhurdia-ს ბოლო პე­რი­ო­დის ერ­თგვა­რი ტრა­დი­ცი­ი­სა, როცა ერ­თად, თუნ­დაც დის­ტან­ცი­უ­რად, ვხა­რობთ წინ გა­დად­გმუ­ლი ყო­ვე­ლი პა­ტა­რა ნა­ბი­ჯით ცოტ­ნეს სა­ბო­ლოო გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბის გზა­ზე, ვუ­ზი­ა­რებთ ერ­თმა­ნეთს სი­ხა­რულს, სიყ­ვა­რულს და ვამ­ხნე­ვებთ ერ­თმა­ნეთს. ჩვენ მხო­ლოდ ერთი მი­ზა­ნი გვა­მოძ­რა­ვებს ახლა – ცოტ­ნე და­უბ­რუნ­დეს მის ჩვე­ულ მდგო­მა­რე­ო­ბას, და, რად­გან ძალა ერ­თო­ბა­შია, ჩვენ ამას აუ­ცი­ლებ­ლად შევ­ძლებთ.

თქვენ არ იცით რე­ა­ლუ­რად რო­გო­რი ძმო­ბა, სიყ­ვა­რუ­ლი და თავ­გან­წირ­ვა შე­უძ­ლი­ათ ერ­თმა­ნე­თის­თვის, საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი­სა თუ ქვეყ­ნის­თვის ამ სამ ძმას.

ერთხელ უნდა მო­გიყ­ვეთ ყვე­ლა­ფე­რი, სულ ყვე­ლა­ფე­რი – კონ­სტან­ტი­ნე, ცოტ­ნე და გი­ორ­გი გამ­სა­ხურ­დი­ე­ბის ნამ­დვი­ლი ამ­ბა­ვი“, – წერს ანა ჯაბაური.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close