დღეს ღამით დედამიწიდან ე. წ. სუპერმთვარე და მისი სრული დაბნელება გამოჩნდება.
სავსე მთვარე დედამიწასთან მაქსიმალურად ახლოს აღმოჩნდება, ჩვეულებრივზე დაახლოებით 17%-ით უფრო დიდად და 30%-ით უფრო ნათლად გამოჩნდება და წითელი შეფერილობა ექნება. დღევანდელი სუპერმთვარეობა 2019 წლის შემდეგ პირველ მთვარის სულ დაბნელებას ემთხვევა.
🌑 Watch the total lunar eclipse & supermoon! 🌌
On Wed., May 26, our Moon will pass through the umbra of Earth’s shadow, creating what is known as a “blood moon” in a total lunar eclipse! It’s going to be a dazzling sky show. Set your alarm: https://t.co/gx3zFoD51N pic.twitter.com/IYcZLFEFdc
— NASA (@NASA) May 21, 2021
მთვარის სრული დაბნელების ნახვას შეძლებენ ამერიკის კონტინენტზე, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიასა და პოლინეზიაში და ნაწილობრივ რუსეთის შორეულ აღმოსავლეთსა და კამჩატკაზე.
ნახეთ სუპერმთვარის სრული დაბნელება პირდაპირ ეთერში.
კომენტარები