ჰოროსკოპი

26 მაისს „სისხლიანი“ მთვარის სრული დაბნელებაა – რომელია ზოდიაქოს 3 იღბლიანი ნიშანი, რომლებზეც ეს დღე ყველაზე ნაკლებად იმოქმედებს

მოემზადეთ გაზაფხულის მთავარი რყევისკენ, რადგან 2021 წლის 26 მაისის ცაზე სუპერსავსე მთვარის დაბნელება მოხდება. თანაც, ეს ამ წლის პირველი დაბნელებაა. მთვარის ციკლის პიკი ყოველთვის ინტენსიურია, მაგრამ მთვარის ეს დაბნელება ჰიპერდრაივზე გადაგრთავთ – ასე რომ, ველოდებით მოულოდნელ ცვლილებებს, შოკისმომგვრელ განცხადებებსა და უამრავ დრამას. ვერავინ გაექცევა ამ ცეცხლოვანი სუპერმთვარის საბედისწერო კლანჭებს.

სუპერმთვარის დაბნელება მშვილდოსნის ავანტიურისტულ და ჭეშმარიტების მაძიებელ ნიშანში ხდება, რაც გვაძლევს მოტივაციას გავაფართოვოთ ჩვენი ხედვები და მივიღოთ მეტი ცოდნა. მშვილდოსნის ზოდიაქოს ენერგია გვეხმარება ენთუზიაზმითა და სპონტანურობით შევცვალოთ ყველაფერი ის, რაც არ მოგვწონს – ეს ვიბრაცია კი განსაკუთრებით საგრძნობი ახლა იქნება, რადგან, ზოგადად, დაბნელება აუცილებლად გულისხმობს გარდაუვალ ცვლილებებს.

თითქოს ეს საკმარისი არ იქნებოდა, ამ დაბნელების დროს, მზე და მთვარე ერთობლივად შექმნიან მკაცრ კვადრატულ ასპექტს იუპიტერთან (ზრდისა და გაფართოების პლანეტა) და ამან შეიძლება გაამძაფროს ინტენსივობა ან გამოიწვიოს ემოციების გაძლიერება. ამასთან, იუპიტერი წარმატების პლანეტაცაა, ამიტომ ეს დაბნელება სულაც არ აღმოჩნდება ყველასთვის ნეგატიური.

დაალაგებს ეს დაბნელება თქვენს ცხოვრებას? თუ ზოდიაქოს რამდენიმე იღბლიან ნიშანს შორის ხართ, რომელსაც 2021 წლის მაისის სავსე მთვარე ყველაზე ნაკლებად შეეხება, მაშინ პასუხი ნამდვილად – „დიახ“ იქნება!

კურო

თქვენ გაგიმართლათ იმაში, რომ ეს დაბნელება თქვენს ცხოვრებაზე ძლიერ, ნეგატიურ გავლენას სულაც არ მოახდენს, ამიტომ, თქვენ თავიდან აიცილებთ სავსე მთვარის დრამატულ მომენტებს. უფრო მეტიც, ეს დაბნელება ინტროსპექტიულ და მგრძნობიარე მოგზაურობაში გაგიშვებთ, სადაც უამრავ შინაგან ძვრებსა და პოზიტიურ სიახლეებს აღმოაჩენთ.

რა საიდუმლოებებს მალავთ ურთიერთობებში? რა არის თქვენი ეგზისტენციალური შიში? რომელია თქვენი ყველაზე ინტიმური, თუმცა ტაბუდადებული სურვილები? – ესაა კითხვები, რომლებზე პასუხებსაც მაისის ბოლოს აუცილებლად აღმოაჩენთ. ეს მთვარე მოითხოვს გაბედოთ თქვენი ქვეცნობიერის სიღრმეებში ჩაყვინთვა და დაიწყოთ საკუთარი თავის სხვა დონეზე გაცნობა.

კირჩხიბი

თქვენს შემთხვევაში, ეს დაბნელება დიაგრამის იმ უბანში ხდება, რომელიც ყოველდღიურობას განაგებს. ასე რომ, მოსალოდნელია გრაფიკის, ჩვევებისა თუ გეგმების ცვლილებები. შესაძლებელია, ამ პერიოდში აღმოაჩინოთ, რომ დროა შეცვალოთ ყოველდღიურობა, შეიმუშაოთ ახალი სამუშაო გრაფიკი და აღმოაჩინოთ ცხოვრების ბალანსი, რათა სულიერ სიმშვიდესა და ფიზიკურ კომფორტს მიაღწიოთ.

ამასთან, მართალია ახალი ჩვევების შემუშავება და თქვენი პირადი პრიორიტეტების რესტრუქტურიზაცია შეიძლება მოუხერხებელი იყოს, მაგრამ სხვა შემთხვევაში ვერ შეძლებთ ახალი სამყაროს აღმოჩენას. თქვენთვის ყველაზე დიდი გამოწვევა იქნება იმ ბედნიერების პატარა კუნძულის აღმოჩენა, რომელიც თქვენი ფანტაზიებისა და რეალობის მიჯნაზეა. ასე რომ, მზად იყავით, გამოიხედოთ ღრუბლებიდან და გაუმკლავდეთ იმ მიწიერ საკითხებს, რომლებსაც თქვენი ყურადღება სჭირდება.

თხის რქა

ნაკლებად სავარაუდოა, რომ ამჯერად რაიმე ქაოსური მოვლენა მოხდება ან თქვენი ცხოვრება სამუდამოდ შეიცვლება, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ეს დაბნელება საერთოდ არ შეგეხებათ და ახალი მიმართულებით არ გაგამგზავრებთ. ახლა სულიერი სამუშაოები უნდა ჩაატაროთ და საკუთარი თავის ის ნაწილი გაიცნოთ, რომლსაც აქამდე არ შეხვედრიხართ. ეს სულაც არ იქნება ადვილი, განსაკუთრებით კი თქვენნაირი პრაქტიკული და მიწაზე მყარად მდგარი ადამიანისთვის.

მაგრამ ეს გარდაუვალია, რადგან დაბნელება თქვენში მეოცნებე და მისტიკურ ადამიანს გააღვიძებს, რომლისთვისაც ყველაზე სასიამოვნო, საკუთარი სულის დაკვირვება იქნება. ეს იდეალური დროა მედიტაციების, ოცნებისა და ინტროსპექტიული მარტოობისთვის. თანაც, თქვენი ინტუიცია ნამდვილად დაგეხმარებათ ახალი და საინტერესო გზების გაკვალვაში.

trend.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close