მსოფლიოსაზოგადოება

„გარდიანის“ ცნობით, რუსეთთან დაკავშირებული სააგენტო ფრანგ და გერმანელ ბლოგერებს „ფაიზერის“ ვაქცინის დისკრედიტაციისთვის ფულს სთავაზობდა

„გარდიანის“ ცნობით, ფრანგ და გერმანელ ბლოგერებს „ფაიზერის“ ვაქცინის დისკრედიტაციისთვის რუსეთთან დაკავშირებული სააგენტო ფულს სთავაზობდა.

როგორც ბრიტანული გამოცემა იუწყება, ფრანგ ბლოგერებს, იუთუბერებსა და ინფულენსერებს „ფაიზერ“/„ბიოენტექის“ მიერ წარმოებული კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის შესახებ ცრუ ინფორმაციის გასავრცელებლად დიდ ბრიტანეთში მომუშავე და რუსეთთან დაკავშირებული პიარ სააგენტო ანაზღაურებას სთავაზობდა.

სააგენტო, რომლის წარმომადგენლებიც ამტკიცებდნენ, რომ მათი სათავო ოფისი ლონდონში მდებარეობს, უკავშირდებოდა ბლოგერებს და გარკვეული თანხების სანაცვლოდ სთავაზობდა, გაევრცელებინათ ინფორმაცია, თითქოსდა „ფაიზერის“ ვაქცინით აცრას ასობით ადამიანი ემსხვერპლა.

გავრცელებული ცნობით, ბლოგერებს ასევე სთხოვდნენ, გაევრცელებინათ ფრანგულ გამოცემა „ლე მონდში“ გამოქვეყნებული ინფორმაცია, რომელიც, თავის მხრივ, ეხებოდა რუსი ჰაკერების მიერ ევროპის მედიკამენტების სააგენტოდან მოპარულ მონაცემებს, თუმცა ეს მონაცემები ვაქცინაციის შედეგად გამოწვეული სიკვდილიანობის მაჩვენებლებს არ მოიცავდა.

როგორც „გარდიანი“ წერს, ჟურნალისტებმა გაარკვიეს, რომ აღნიშნული პიარ სააგენტო ლონდონში არ იყო რეგისტრირებული, რის შემდეგაც სააგენტოს ვებგვერდი დახურეს, ხოლო სოციალურ ქსელებში გვერდი წაშალეს.

1tv.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close