ჩინური რაკეტა დედამიწას მოუახლოვდა – ნამსხვრევები შესაძლოა იტალიის 9 რეგიონიდან ერთ-ერთში ჩამოვარდეს
ჩინური რაკეტის ნამსხვრევები შესაძლოა იტალიის 9 რეგიონიდან ერთ-ერთში ჩამოვარდეს, რის გამოც მოქალაქეებს შინ დარჩენისა და ღია სივრცეში ყოფნისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებენ, – ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა – italy24news-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ქვეყანა მითითებებს „სამოქალაქო დაცვისა და ოპერატიული კომიტეტისგან“ იღებს.
სპეციალურ სხდომის შემდეგ, რომელიც დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ფაბრიციო კურციომ გამართა, კომიტეტის წევრებმა განაცხადეს, რომ ნაკლებად სავარაუდოა ატმოსფეროში შემოჭრილი რაკეტის ნამსხვრევები იმდენად დიდი იყოს, რომ მას შენობების ნგრევა მოჰყვეს.
ჩინეთის ხელისუფლება კი მოსახლეობას არწმუნებს, რომ დედამიწის დაზიანების რისკი ძალიან დაბალია და 22-ტონიანი რაკეტის ნამსხვრევების უმეტესობა ჰაერში განადგურდება.
ობიექტის ადგილმდებარეობისთვის თვალყურის დევნება ვებგვერდზე Space Track არის შესაძლებელი.
rustavi2.ge
p. s. ჩინური რაკეტა დედამიწაზე 9 მაისს, თბილისის დროით დილის 8:19 წუთზე ჩამოვარდება. რაკეტის ჩამოვარდნის დროს პლუს-მინუს 8 საათი სიზუსტით, აეროსფეროს კორპორაციის ოფიციალური ტვიტერი ავრცელებს.
Our latest prediction for #LongMarch5B CZ-5B rocket body reentry is 🚀 09 May 2021 04:19 UTC ± 8 hours along the ground track shown here. Follow this page for updates: https://t.co/p2AU9zVEpA pic.twitter.com/rsE6yzcnHb
— The Aerospace Corporation (@AerospaceCorp) May 7, 2021
კომენტარები