ვიაგრა თავდაპირველად ანგინის სამკურნალოდ გამოიგონეს – საინტერესო ფაქტები
იცით თუ არა, რომ მამაკაცური ერექციის გასაუმჯობესებელი პრეპარატი, ყბადაღებული ვიაგრა თავდაპირველად ანგინის სამკურნალოდ გამოიგონეს? თუმცა შემდეგ მას დანიშნულება შეუცვალეს და სტენოკარდიის დროს გულმკერდის არეში ტკივილების სამკურნალოდ „გადაამისამართეს“.
მეცნიერები ვარაუდობდნენ, რომ აქტიური ნივთიერება, სახელწოდებით სილდენაფილის ციტრატი, რომელიც ვიაგრის შემადგენლობაში შედის, გულის მუშაობაზე დადებით ზეგავლენას მოახდენდა, მაგრამ ეს იმედები არ გამართლდა. წარმატება კი სულ სხვა მხრიდან მოვიდა: ადამიანებს, რომლებზეც ვიაგრას ცდიდნენ, გვერდითი მოვლენები აღენიშნებოდათ – მომატებული სექსუალური პოტენცია.
ბოლოს და ბოლოს, როცა კვლევის ობიექტებმა გაიაზრეს, რაშიც იყო საქმე, კატეგორიული უარი განაცხადეს სასწაულმოქმედი აბების უკან დაბრუნებაზე. იყო შემთხვევები, როდესაც ზოგმა მათგანმა ლაბორატორიაში შეღწევაც კი სცადა, რომ რაც შეიძლება მეტი რაოდენობით პრეპარატი მოეპოვებინა. ვიაგრის გამოგონებისთვის ცნობილი ამერიკელი ექიმი და ფარმაკოლოგი, დოქტორი ფერიდ მურადი 1998 წელს ნობელის პრემიით დააჯილდოეს, თუმცა ეს გულ-სისხლძარღვთა სისტემის მუშაობის რეგულირების თავისებურებების კვლევას უკავშირდებოდა.
საინტერესო ფაქტები სელდენაფილის შემცველ პრეპარატზე
პრეპარატის დასახელება ორი სიტყვის შერწყმით მიიღეს: Vigor, რაც ნიშნავს „მბრძანებლურ ძალას“ და Niagara – ყველასთვის ცნობილი ჩანჩქერი.
არ უნდა ვიფიქროთ, რომ ვიაგრა მხოლოდ კლასიკური ცისფერი აბებია. მწარმოებელი ამ პრეპარატის რამდენიმე ფორმას ამზადებს, მათ შორის, საწუწნი აბებისა და გემრიელი ჟელეს სახითაც.
ვიაგრა სამსახურებრივი მივლინებების დროსაც კარგი საშუალებაა. გასაკვირია, მაგრამ მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ სილდენაფილი მამაკაცებს ხანგრძლივი გადაფრენის შემდეგ სასაათო სარტყლების ცვლილებასთან ადაპტაციაში ეხმარება, რითაც ისინი თავიდან იცილებენ აკლიმატიზაციის რთულ პროცესს.
პრეპარატი არ აძლიერებს სექსუალურ ლტოლვას და ადამიანში პარტნიორის მიმართ გრძნობებს არ აღვივებს; ეს საშუალება ზემოქმედებს მხოლოდ ფიზიოლოგიურ დონეზე – ხელს უწყობს სისხლძარღვების სისხლით გავსებას. აღგზნების გარეშე ვიაგრას შედეგი არ მოაქვს.
შაქრიანი დიაბეტი ვიაგრის აბების ეფექტიანობას ამცირებს. მკვლევარები ამტკიცებენ, რომ ვიაგრა ერექციას აუმჯობესებს ჯანმრთელი მამაკაცების 80%-ში, თუმცა შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში ეს მაჩვენებელი 60%-დე მცირდება.
სილდენაფილი მოქმედებს პანდების სექსუალურ აქტივობაზე. ცნობილია, რომ პანდები არიან ძუძუმწოვრები, რომლებისთვისაც არაა დამახასიათებელი აქტიური გამრავლება, ამიტომ მათი რიცხოვნობა საფრთხის ქვეშაა. სპეციალისტებმა გადაწყვიტეს, ამ ცხოველებისთვის ვიაგრის აბები მიეცათ სექსუალური ლტოლვის გასაძლიერებლად. ბევრი ამტკიცებს, რომ ეს შესანიშნავად მოქმედებს!
ინფარქტის თავიდან ასაცილებლად პრეპარატის მიღებისას სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ. ის ჯანმრთელი მამაკაცებისთვის სრულიად უსაფრთხოა, თუმცა სუსტი გულის მქონე პაციენტებში ზრდის ინფარქტისა და ინსულტის რისკს. სწორედ ამიტომ მისი მიღების წინ ექიმთან კონსულტაციის გავლაა საჭირო.
მართალია, ჯერ კიდევ არ არის დამტკიცებული, თუმცა ზოგიერთი მეცნიერი ვარაუდობს, რომ სილდენაფილი აფერხებს სიმსივნური უჯრედების ზრდას და ხელს უწყობს ონკოლოგიური დაავადებების პროფილაქტიკას.
ვიაგრა აუმჯობესებს სპორტულ მიღწევებს. ზოგიერთი სპორტსმენი პრეპარატს ხაგრძლივი ვარჯიშის დროს გამძლეობის გასაუმჯობესებლად და ახალი რეკორდების დასამყარებლად იყენებს. ზომიერი მიღების და დოზირების დაცვის შემთხვევაში ნამდვილად შეძლებთ საკუთარი სპორტული მაჩვენებლების გაზრდას.
წინასწარ განსაზღვრული სქემის მიხედვით მიღების შემთხვევაში ვიაგრა (სილდენაფილი) აუმჯობესებს სისხლის ცირკულაციას, ამაგრებს სისხლძარღვებს და აწესრიგებს გულის მუშაობას.
ეს სამკურნალო საშუალება, აგრეთვე, აუმჯობესებს მეხსიერებას, ახდენს სიბერის ჭკუასუსტობის (დემენცია) პროფილაქტიკას, ადამიანებს ეხმარება, გაუმკლავდნენ ყოველდღიურ საინფორმაციო დატვირთვას.
ამერიკელი ბოტანიკოსების აზრით, სილდენაფილი ხელს უწყობს ქლოროფილის გამომუშავებას, რაც ყვავილების ზრდას ასტიმულირებს.
მოამზადა თამარ ქავჟარაძემ
კომენტარები