მოდა/სილამაზე

„ვალენტინოს“ ახალი სარეკლამო ფოტო, რომელმაც სკანდალი ააგორა

რამდენიმე დღის წინ ლეგენდარულმა ბრენდმა „ვალენტინომ“ საკუთარ ინსტაგრამზე ახალი სარეკლამო კამპანიის ფოტოები გაავრცელა, რამაც სკანდალი ააგორა. ქალის ჩანთის, Roman Stud-ის რეკლამირებისთვის ბრენდმა ცნობილი ამერიკელი ფოტოგრაფის, 28 წლის მაიკლ გეილი-ბეიტსის ავტოპორტრეტი გამოაქვეყნა, რომელიც მოდური აქსესუარით შიშველი პოზირებს. ფოტოზე თითქოს წაშლილია ზღვარი ქალსა და მამაკაცს შორის.

 

View this post on Instagram

 

A post shared by Valentino (@maisonvalentino)

ფოტოს გაცხოველებული დისკუსია მოჰყვა, უამრავი აგრესიული და უარყოფითი კომენტარი დაიწერა, თუმცა ისეთებიც ბევრნი არიან, ვინც „ვალენტინოს“ აქებს „კრეატიულობისთვის“. როგორც წესი, ბრენდის მიერ ინსტაგრამზე გამოქვეყნებულ სარეკლამო ფოტოებს 10-40 ათასამდე ადამიანი იწონებს, ამ ფოტომ კი რეკორდი მოხსნა და გამოქვეყნებიდან 4 დღის შემდეგ უკვე 230 ათასზე მეტი მოწონება აქვს.

კამათის და უამრავი ადამიანის მიერ გამოვლენილი აგრესიის გამო საქმეში თავად მოდის სახლის კრეატიული დირექტორი, 54 წლის პიერ პაოლო პიჩოლი ჩაერთო, რომელმაც აღნიშნა, რომ მისი ამოცანაა, გადმოსცეს სილამაზის საკუთარი ხედვა იმ დროების შესაბამისად რომელშიც ვცხოვრობთ… მან თავის კომენტარში ადამიანის უფლებების დაცვა და გამოხატვის თავისუფლება ახსენა: „ჩვენ წინ უნდა აღვუდგეთ ძალადობის, სიძულვილის, დისკრიმინაციის და რასიზმის ყველა ფორმას და ვამაყობ, რომ შემიძლია გამოვიყენო ჩემი ხმა და ჩემი სამუშაო ამისთვის, ამიერიდან და ყოველთვის. ეს არის ახალგაზრდა ლამაზი ადამიანის ფოტო, ბოროტება კი მნახველის თვალებშია და არა მის გაშიშვლებულ სხეულში“, – ამბობს პიჩოლი.

View this post on Instagram

 

A post shared by Pierpaolo Piccioli (@pppiccioli)

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close