პრინც ფილიპს ორჯერ დაკრძალავენ
ბრიტანეთის პრინც ფილიპს, რომელიც 99 წლისა 9 აპრილს გარდაიცვალა, ორჯერ დაკრძალავენ. ამის შესახებ Daily Mirror-ი წერს.
პრინცს პირველად უინძორის სასახლეში წმინდა გიორგის სამლოცველოში საკუთარი სურვილის საფუძველზე დაკრძალავენ. ელიზაბეთ მეორის გარდაცვალების შემდეგ, კი წყვილს გიორგი VI-ის მემორიალურ სამლოცველოში დაკრძალავენ. აქაა დაკრძალული დედოფლის უმცროსი და – მარგარეტი.
მედიის ცნობით, ბრიტანეთის დედოფალი უინძორის სასახლეში ქმრის სარეცელთან იმყოფებოდა. ფილიპმა უარი თქვა კლინიკაში გადაყვანაზე და მშვიდად გარდაიცვალა 100 წლის იუბილემდე ორი თვით ადრე.
გამოცემის ცნობით, პრინც ფილიპის გარდაცვალების გამო, ბრიტანეთში ნაციონალური გლოვა 8 დღეს გასტანს, სამეფო ოჯახი კი გარდაცვლილს 30 დღე იგლოვებს. ბრიტანეთის დედოფალი მხოლოდ ამ ვადის გასვლის შემდეგ შეუდგება მოვალეობების შესრულებას.
imedinews.ge
კომენტარები