ჰოროსკოპი

კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის, 29 მარტი – 4 აპრილი

29 მარტიდან 4 აპრილის ჩათვლით კლებადი მთვარის პერიოდია. შეეცადეთ, ახლა არავისთან იყოთ გულახდილი. პირველ რიგში, ეს კოლეგებს ეხება. არ გაუზიაროთ თქვენი გამოცდილება და გეგმები და არ ინანებთ. ყველაფერი, რასაც ახლა იტყვით, მოგვიანებით შეიძლება თქვენს წინააღმდეგ გამოიყენონ.

 

ვერძი

მოუსმინეთ ინტუიციას და თქვენს შინაგან ხმას მიჰყევით. ისინი ამ რთულ დროს არ გიღალატებენ. თუ ვინმესთან რაიმეზე კამათობთ, უმჯობესია ამ კვირაში მიიღოთ საბოლოო გადაწყვეტილება ურთიერთობის შემდგომი ბედის შესახებ. შეყვარებულებს სასიამოვნო პერიოდი ელით, პაემანი, რომანტიკული მოგზაურობა და სიურპრიზები გარანტირებულია. სამსახურში მშვიდი ვითარებაა. შაბათ-კვირა საკუთარ თავს დაუთმეთ: სილამაზის სალონი, დასვენება, შოპინგი – ის არის, რაც გჭირდებათ.

სასიკეთო დღეები: 31, 2.

არასასიკეთო დღე: 29.

 

კურო

ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლებისთვის ეს კვირა მაქსიმალური ჰარმონიის პერიოდია. ყველა საქმეს თან ახლავს წარმატება. ფული იქიდან შემოგივათ, საიდანაც არ ელოდით. განკარგეთ თანხა გონივრულად! მთავარია, უპასუხისმგებლო ადამიანებს სესხი არ მისცეთ. სამსახურში დაალაგეთ ნაშრომები: ამ ბოლო პერიოდში საკმაოდ ბევრი დაგროვდა. ყურადღებით იყავით – კოლეგებისგან ბევრ საინტერესო რამეს გაიგებთ.

სასიკეთო დღეები: 30, 1.

არასასიკეთო დღე: 4.

 

ტყუპი

თქვენ გარშემო მყოფ ზოგიერთ ადამიანს ძალიან ბევრი კითხვა გაუჩნდება. ახლა არავის ენდოთ, უმჯობესია უსაფრთხოდ იმუშაოთ. სერიოზული პროექტები ჯერ არ დაიწყოთ. აი სახლში კი შეგიძლიათ იმოქმედოთ და საჭიროცაა! იფიქრეთ კოსმეტიკურ რემონტზე – ეს არ დაგაზარალებთ! იყავით ყურადღებიანი თქვენი და თქვენი ახლობლების ჯანმრთელობის მიმართ.

სასიკეთო დღეები: 1, 3.

არასასიკეთო დღე: 30.

 

კირჩხიბი

ახლა ძალიან მნიშვნელოვანია საფუძველი ჩაუყაროთ სამომავლო საქმიანობას. მკაფიო გეგმის შემუშავების შემდეგ გაბედულად დაიწყეთ იდეების განხორციელება. თქვენი პარტნიორები მაქსიმალური სიფრთხილით შეარჩიეთ. შეიძლება კონფლიქტი წარმოიშვას მეგობრებთან, მაგრამ სიმართლე თქვენს მხარეს იქნება. პერიოდი ხელსაყრელია ფიზიკური დატვირთვისა და დიეტისთვის. თქვენგან დიდი ძალისხმევა არ არის საჭირო, მაგრამ შედეგი განსაცვიფრებელი იქნება.

სასიკეთო დღეები: 2, 4.

არასასიკეთო დღე: 3.

 

ლომი

ფინანსური ინვესტიციები მხოლოდ ახლობლებთან კონსულტაციის შემდეგ გააკეთეთ, მაგრამ გადაწყვეტილებები პირად ცხოვრებასთან დაკავშირებით, მარტო თავად მიიღეთ. გინდათ სიმშვიდე ურთიერთობებში? იზრუნეთ საკუთარ ინტერესებსა და ჰობიზე, შეისრულეთ დიდი ხნის სურვილები. საკუთარი თავის გასამხიარულებლად და კარგი ემოციების მისაღებად მეგობრებს შეხვდით. ენერგიის დადებითი მუხტი გარანტირებულია!

სასიკეთო დღეები: 30, 1.

არასასიკეთო დღე: 3.

 

ქალწული

ამ კვირაში მხოლოდ სასიამოვნო საქმით დაკავდით. დანარჩენი, სავალდებულოც კი, შეგიძლიათ მომავალი კვირის დასაწყისამდე გადადოთ. წარმატებას მიაღწევთ ახალი იდეის პოპულარიზაციაში, რადგან დიდია ვარსკვლავების მხარდაჭერა. ამასთან, წარმატებისკენ მიმავალი გზა ხშირად ძალიან გრძელი და ეკლიანია. აგრძნობინეთ გარშემო მყოფებს, როგორ უნდა მოგექცნენ და როგორ – არა. შეეცადეთ შაბათ-კვირა ბუნებაში გაატაროთ.

სასიკეთო დღეები: 3, 4.

არასასიკეთო დღე: 31.

 

სასწორი

სამსახურში უფროსები ყურადღებით გაკვირდებიან, მაგრამ თქვენი შრომისმოყვარეობა მათ აზრს შეუცვლის და უფრო დადებითად განეწყობიან. მოსალოდნელია დაწინაურება. აი აგარაკზე კი ახლა უმჯობესია კი არ იმუშაოთ, არამედ დაისვენოთ, რომ ძალა მოიკრიბოთ. იყავით უფრო მკაცრები ბავშვებთან, თორემ „თავზე დაგაჯდებიან“, მაგრამ მათთან არ უნდა იჩხუბოთ, შეინარჩუნეთ ნეიტრალიტეტი. ამ კვირაში კარგი იქნება ძველი ნაცნობების უფრო ახლოს გაცნობა.

სასიკეთო დღეები: 2, 4.

არასასიკეთო დღე: 30.

 

მორიელი

ნებისმიერი ახალი ნაცნობობა, საქმიანი თუ რომანტიკული, ახლა თქვენთვის ძალზე სასიკეთო იქნება. ახალი მფარველები ან პარტნიორები დაგეხმარებიან თქვენი გეგმების და იდეების განხორციელებაში. მეწარმეობა და ბიზნესსაქმიანობა კარგ შედეგს მოიტანს. რაც შეიძლება მეტი კომუნიკაცია: მხოლოდ ამ გზით შეგიძლიათ გაუმკლავდეთ მათ, ვინც ცდილობს, უკან ჩამოგიტოვოთ. თუ ბინის გარემონტებას აპირებთ, შეეცადეთ ეს კვირის ბოლომდე დაიწყოთ.

სასიკეთო დღეები: 2, 3.

არასასიკეთო დღე: 31.

 

მშვილდოსანი

რატომ არ გაქვთ საგაზაფხულო რომანი? საუკეთესო დროა! თუმცა ბევრ თანხას ნუ დახარჯავთ – ამ ურთიერთობებს მომავალი არ აქვს. სამსახურში რთულ დავალებას მიიღებთ, შეეცადეთ მაქსიმალურად კარგად შეასრულოთ. თუ შედეგი დამაკმაყოფილებელი იქნება, ფინანსური ჯილდო გამორიცხული არ არის. უფროსი თაობის ახლობლებმა შეიძლება დახმარება გთხოვონ – უარი არ უთხრათ!

სასიკეთო დღეები: 30, 3.

არასასიკეთო დღე: 1.

 

თხის რქა

ხელიდან ნუ გაუშვებთ შანსს, რომელსაც დიდი ხანია ელოდით. წვრილმანებზე დრო არ დაკარგოთ. სჯობს ერთი რამის გაკეთება, ოღონდ კარგი ხარისხით. შაბათ-კვირას კარგ ხასიათზე იქნებით და თქვენი განწყობა აუცილებლად გაუზიარეთ ახლობლებს. ამ კვირაში განსაკუთრებით იზრუნეთ ჯანმრთელობაზე – რაც შეიძლება მეტი იარეთ და ისუნთქეთ სუფთა ჰაერი!

სასიკეთო დღეები: 30, 2.

არასასიკეთო დღე: 3.

 

მერწყული

ნებისმიერ საქმეში პრობლემები გელით. იყავით მზად ნებისმიერი შედეგისთვის და საჭიროების შემთხვევაში დახმარება ითხოვეთ. მარტოხელა მერწყულები შეიძლება არაკეთილსინდისიერ ადამიანს შეხვდნენ: აწონ-დაწონეთ მისი დადებითი და უარყოფითი მხარეები, სანამ საქმიან თუ სასიყვარულო ურთიერთობას დაიწყებდეთ. შეეცადეთ შაბათ-კვირა მშვიდ გარემოში გაატაროთ.

სასიკეთო დღეები: 31, 3.

არასასიკეთო დღე: 29.

 

თევზები

სამსახურში ბრწყინავთ! პროექტი, რომელზეც მუშაობდით, წარმატებული იქნება. ნებისმიერი, თუნდაც არცთუ ისე სასიამოვნო სიტუაცია, შეიძლება თქვენს სასარგებლოდ განვითარდეს. გამოიყენეთ ეს დრო იმისთვის, რომ უკეთესად გაგიცნონ. მანქანის მოყვარულები ახლა ფრთხილად უნდა იყვნენ, ისევე როგორც ისინი, ვინც სპორტით არის დაკავებული – ეს პერიოდი ამ ნიშნის წარმომადგენლებისთვის ტრავმულია და დიდ სიფრთხილეს მოითხოვს. პირად ურთიერთობებში კეთილდღეობა, სიყვარული და რომანტიკა გელით.

სასიკეთო დღეები: 1, 4.

არასასიკეთო დღე: 30.

თამთა გურული

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close