საზოგადოებასაბერძნეთი

ისტორიული პარადი საბერძნეთში დამოუკიდებლობის 200 წლისთავის აღსანიშნავად (ფოტო/ვიდეო)

სამხედრო აღლუმი 25 მარტს, რომელიც საბერძნეთის რევოლუციის 200 წლისთავს მიეძღვნა, დაახლოებით ერთ საათს გაგრძელდა. მას თვალს ადევნებდნენ ქვეყნის პოლიტიკური ხელმძღვანელობა, აგრეთვე, მაღალი რანგის სტუმრები, რომლებიც საბერძნეთს საიუბილეო თარიღის აღსანიშნავად ეწვივნენ. პანდემიის გამო ჩვეულებრივი მოქალაქეები საზეიმო ღონისძიებებზე არ დაუშვეს.

საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა კირიაკოს მიცოტაკისმა საზეიმო ღონისძიებებზე დასასწრებად იმ ქვეყნების წარმომადგენლები მიიწვია, რომლებმაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს დამოუკიდებლობის ბრძოლაში საბერძნეთის მხარდასაჭერად. აღლუმს ესწრებოდნენ დიდი ბრიტანეთიდან – უელსის პრინცი ჩარლზი და მისი მეუღლე – კამილა, კვიპროსის რესპუბლიკის პრეზიდენტი ნიკოს ანასტასიადისი, რუსეთის პრემიერ-მინისტრი მიხაილ მიშუსტინი და საფრანგეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრი ფლორენს პარლი.

საბერძნეთის შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეებმა ათენის ცენტრალურ მოედანზე – სინდაღმაზე დამონტაჟებული პლატფორმის წინ გაიარეს.

პარადში პირველად მიიღეს მონაწილეობა საბერძნეთის სხვადასხვა კუთხის ტრადიციულ კოსტიუმებში გამოწყობილმა მხედრებმა.

ფოტო: SOOC

ზეიმი აკროპოლისზე საბერძნეთის დროშის აღმართვით დაიწყო, რასაც რესპუბლიკის პრეზიდენტი კატერინა საკელაროპულუ და პრემიერ-მინისტრი კირიაკოს მიცოტაკისი ესწრებოდნენ.

შემდეგ ათენის წმინდა ეპარქიაში პანეგირიკი შესრულდა არქიეპისკოპოს იერონიმის ხელმძღვანელობით.

პოლიტიკოსებმა უცნობი ჯარისკაცის საფლავი გვირგვინებით შეამკეს.

ნახეთ პარადის სრული ვიდეო

შენობები თეთრ-ლურჯ ფერებშია განათებული.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close