საზოგადოებასაქართველო
სკოლის მოსწავლეების 12% უკვე პრობლემური აზარტული მოთამაშეა – საგანგაშო სტატისტიკა
არასამთავრობო ორგანიზაცია „დედები აზარტული თამაშების წინააღმდეგ“ საქართველოში თამაშდამოკიდებულთა საგანგაშო სტატისტიკას სოციალურ ქსელში აქვეყნებს.
როგორც სტატისტიკური მონაცემებიდან ირკვევა, მოსწავლეთა 12 პროცენტი უკვე პრობლემური აზარტული მოთამაშეა. კვლევა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ არის ჩატარებული.
- „კარტით და კამათლით თამაშობს 11% ვაჟი და 8% გოგონა. ბიჭების 10% ფსონს ინტერნეტში სპირტზე და ცხოველებზე დებს. გოგონების 2% ფსონს ცხოველებზე დებს.
- სათამაშო საიტებზე აპარატებით თამაშობს ვაჟების 9%, გოგოების 1%.
- ლატარიის თამაშში ჩართულია 7%.
- ძალიან პოპულარულია მოზარდებში კარტი და კამათელი.
- ვაჟების 20% და გოგონების 5% გადაჭარბებული მოთამაშის სტატუსით სარგებლობენ.
- ხოლო 12% უკვე პრობლემური აზარტული მოთამაშეა ანუ უკვე ლუდომანია.
სტატისტიკა საგანგაშოა.
კვლევა ჩაატარა დაავადებათა ეროვნულმა ცენტრმა. კვლევები ტარდება 4 წელიწადში ერთხელ“, – წერს არასამთავრობო ორგანიზაცია.
კარტით და კამათლით თამაშობს 11٪ვაჟი და 8%გოგონა.
ბიჭების 10 % ფსონს დებს ინტერნეტში სპირტზე და ცხოველებზე.გოგონების…Posted by დედები აზარტული თამაშების წინააღმდეგ. on ხუთშაბათი, 18 მარტი, 2021
კომენტარები