სპორტი

ნიკოლოზ ბასილაშვილმა ყველა დროის საუკეთესო ჩოგბურთელი როჯერ ფედერერი დაამარცხა (ვიდეო)

ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა კარიერაში ყველაზე დიდ გამარჯვებას მიაღწია – მან დოჰის ATP250 კატეგორიის ტურნირის (Qatar ExxonMobil Open) მეოთხედფინალში შვეიცარიელი ლეგენდა როჯერ ფედერერი სამ სეტში დაამარცხა ანგარიშით – 3:6, 6:1, 7:5.

ნიკოლოზ ბასილაშვილი 39 წლის შვეიცარიელს კარიერაში ერთხელ უკვე შეხვდა 2016 წელს ავსტრალიის ღია პირველობაზე, სადაც როჯერმა ფედერერმა 3 სეტში მოიგო – 6:2; 6:1; 6:2.

ტურნირის ნახევარფინალში ბასილაშვილის მეტოქე 21 წლის ამერიკელი ტეილორ ფრიცი (Taylor Fritz) იქნება, რომელმაც მეოთხედფინალში მე-4 ნომრად განთესილ კანადელ ჩოგბურთელს, დენის შაპოვალოვს სძლია 3 სეტში.

ბასილაშვილისა და ფრიცის შეხვედრა დღეს, 12 მარტს, თბილისის დროით 19:20 საათზე გაიმართება.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close