პარიზის მთავარ ღირსშესანიშნაობას ფერს შეუცვლიან. ამის შესახებ გამოცემა Time Out-ი წერს.
გავრცელებული ინფორმაციით, ეიფელის კოშკს ოქროსფრად გადაღებავენ. სარემონტო სამუშაოები კოშკზე 2022 წლისთვის უნდა დასრულდეს.
Time Out-ის ინფორმაციით, კოშკის გადაღებვა საკმაოდ ძნელი პროცედურა იქნება, რადგანაც კონსტრუქციაზე ძველი საღებავების 19 ფენის მოცილება გახდება საჭირო.
ეიფელის კოშკის შესაღებად 60 ტონა საღებავი დაიხარჯება. პროექტი 50 მილიონი ევრო დაჯდება. სარეკონსტრუქციო სამუშაოები 2024 წლის ოლიმპიადას უკავშირდება, რომელიც პარიზში ჩატარდება.
imedinews.ge
კომენტარები