მსოფლიო

ებოლის ეპიდემია დაბრუნდა – გვინეაში ინფექციით ოთხი ადამიანი გარდაიცვალა

გვინეაში ებოლის ეპიდემია დაიწყო. გავრცელებული ინფორმაციით, ქვეყანაში 2016 წლის შემდეგ ინფექციით გარდაცვალების პირველი შემთხვევები დადასტურდა. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

გვინეის მთავრობის ინფორმაციით, ინფექციას ოთხი ადამიანი ემსხვერპლა, რაც ქვეყანაში ეპიდემიის გამოცხადების საფუძველი გახდა.

ახლად შემუშავებულ ვაქცინებს გვინეას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია გადასცემს.

2013-2016 წლებში დასავლეთ აფრიკაში ებოლის ეპიდემიით 11 000-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა. ეპიდემია მაშინ გვინეას, სიერა-ლეონესა და ლიბერიას შეეხო.

ებოლას ვირუსისგან გამოწვეული დაავადება არის მწვავე ვირუსული ინფექცია, რომელიც ადამიანს და ცხოველთა ზოგიერთ სახეობას აზიანებს.

1tv.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close