კრიმინალი

ქუთაისში 73 წლის მამაკაცი სასტიკად აწამეს

ქუთაისის მახლობლად, რკინიგზის სადგურ „რიონის” მიმდებარედ, საცხოვრებელ სახლში  73 წლის მამაკაცი სასტიკად აწამეს.

დაშავებულის მეუღლის განცხადებით, უცნობი პირები სახლში შეიჭრნენ და მამაკაცს ფული მოსთხოვეს, მაგრამ მხოლოდ თოფი წაიღეს. მის საწამებლად კი უთო გამოიყენეს.

„მეზობლის ბიჭი მისულა და დაინახა, რომ სახლის კარები ღია იყო. ოთახიდან კვნესა შემოესმა – დაბმული და დამწვარი დახვდა, აუთოებდნენ. ახლა დამწვრობის ცენტრში იმყოფება. როგორც მე ვიცი, ფულს ითხოვდნენ, მაგრამ გარდა თოფისა, არაფერი არ არის წაღებული.

მთელი სახლი დამტვრეული და დანგრეულია. მეზობლის ბიჭი რომ არ მისულიყო, შეიძლება 10 წუთში მომკვდარიყო,” – თქვა დაშავებული მამაკაცის მეუღლემ.

შსს-ს განცხადებით, საქმეზე გამოძიება სსსკ-ის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.

kvira.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close