მსოფლიო

იაპონიაში მარტოობის სამინისტრო შეიქმნა

პანდემიის ფონზე მომრავლებული თვითმკვლელობების გამო იაპონიაში მარტოობასა და იზოლაციასთან ბრძოლის სამინისტრო შეიქმნა. ამის შესახებ გამოცემა Japan Times-ი წერს.

ახალი თანამდებობის შეთავსება პრემიერ-მინისტრმა იოსიჰიდე სუგამ რეგიონული განვითარების მინისტრს, ტეცუსი საკამოტოს დაავალა. მთავრობის მეთაურის თქმით, ახალი სამინისტროს მთავარი ამოცანა პანდემიის ფონზე ქალებს შორის მომრავლებული თვითმკვლელობების პრობლემის მოსაგვარებლად კომპლექსური ზომების გატარება იქნება.

ახალ თანამდებობაზე საკამოტო კოორდინაციას გაუწევს რამდენიმე სამთავრობო სააგენტოს მუშაობას, რომლებიც თვითმკვლელობების პრევენციით, ხანდაზმულთა მოვლითა და სოციალურად დაუცველ ბავშვებზე ზრუნვით არიან დაკავებულები.

2020 წელს პანდემიის ფონზე ქალებს შორის თვითმკვლელობების დონე 14,5%-ით გაიზარდა, კაცებში კი 1%-ით შემცირდა.

imedinews.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close