ეკონომიკასაქართველო

რუსთავში ახალი ავტობუსები მგზავრებს ორი კვირის განმავლობაში უფასოდ მოემსახურება

რუსთავის მერიის ინფორმაციით, ათწლეულების განმავლობაში პირველად, რუსთავის მუნიციპალური ავტოტრანსპორტი სრულად განახლდა. ახალი ავტობუსების პრეზენტაცია რუსთავში გუშინ გაიმართა.

როგორც რუსთავის მერიაში აცხადებენ, „ევრო 5“-ის სტანდარტის, გარემოსთვის უსაფრთხო, შშმ პირებზე ადაპტირებული ახალი მუნიციპალური ავტობუსებით 60 000 რუსთაველი მერიის მიერ დაწესებული შეღავათიანი ტარიფით იმგზავრებს.

22 ერთეული ახალი ავტობუსი რუსთაველებს დღეიდან მოემსახურება. დამატებით კიდევ 18 ავტობუსს კი რუსთავი უახლოეს მომავალში მიიღებს.

ქალაქის მერიის გადაწყვეტილებით, რუსთაველებს მუნიციპალური ტრანსპორტი დღეიდან ორი კვირის განმავლობაში სრულიად უფასოდ მოემსახურება.

რუსთავისთვის ახალი ავტობუსების შეძენა ურბანული ტრანსპორტის განვითარების პროგრამის ფარგლებში მოხდა. პროგრამა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა, რისთვისაც 18.7 მილიონი ევრო გამოიყო. ურბანული ტრანსპორტის განვითარებისთვის საქართველოს ექვსი ქალაქი – რუსთავი, თელავი, ფოთი, გორი, ზუგდიდი და ქუთაისი შეირჩა. 175 ერთეული სატრანსპორტო საშუალებიდან რუსთავის მუნიციპალიტეტისთვის პროგრამით 40 ავტობუსი გაითვალისწინეს.

1tv.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close