რას არ გაიგებ/ფაქტებიტექნოლოგიები

ამერიკელმა ასტრონავტებმა მშიერ რუს კოსმონავტებს საკვები უწილადეს

ჩვენი პლანეტის გარშემო მოძრავ საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე მყოფმა ამერიკელმა ასტრონავტებმა რუს კოსმონავტებს, სერგეი რიჟიკოვსა და სერგეი სვერჩიკოვს საკვები გაუნაწილეს მას შემდეგ, რაც მათი მარაგის შესავსებად საჭირო სატვირთო ხომალდის დედამიწიდან გაშვება გადაიდო. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული სატელევიზიო არხების ქსელი Russia Today ავრცელებს.

მედიის ცნობით, დედამიწის ორბიტაზე განლაგებულ მოდულში კოსმონავტებისთვის საჭმელი კოსმოსურ ხომალდს „პროგრეს მს-16“ უნდა აეტანა, რომლის გაშვებაც „სოიუზის“ ტიპის რაკეტით 11 დეკემბერს იგეგმებოდა, თუმცა აღნიშნული მისია საკმაოდ დიდი ხნით, 15 თებერვლამდე გადაიდო, რის გამოც სადგურის ეკიპაჟის რუსი წევრები საკვების გარეშე დარჩნენ. სწორედ ამიტომ, ამერიკის შეერთებული შტატების აერონავტიკისა და კოსმოსის კვლევის ეროვნული სააგენტოს (NASA) ასტრონავტებმა კოლეგებს მათთვის განკუთვნილი ულუფებით სავსე 13 კონტეინერი უსასყიდლოდ გადასცეს.

„როდესაც ამერიკელებს დახმარება ვთხოვეთ, მათ გვითხრეს, რომ საკვების საკმაოდ დიდი მარაგი ჰქონდათ და შეგვეძლო პროდუქტები ჩვენც გამოგვეყენებინა“, – განაცხადა რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ბიომედიცინის ინსტიტუტის კვების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ალექსანდერ აგურეევმა.

ამჟამად საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე სულ შვიდი ადამიანი იმყოფება. მათგან ოთხი, ამერიკელი ასტრონავტები, მაიკლ ჰოპკინსი, ვიქტორ გლოვერი, შენონ ვოქერი და იაპონელი სოიჩი ნოგუჩი ილონ მასკის კომპანიის SpaceX-ის კაფსულა Crew Dragon-მა იქ 17 ნოემბერს აიყვანა, დანარჩენი სამი კი „სოიუზის“ ტიპის კოსმოსური ხომალდით ოქტომბერში გაემგზავრნენ. მათ შორის არიან ამერიკელი ქეით რუბინსი და რუსი კოსმონავტები, სერგეი რიჟიკოვი და სერგეი სვერჩიკოვი.

popx.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close