მსოფლიოპოლიტიკაnews

ლიეტუვამ ოფიციალურ დოკუმენტებში GRUZIJA-ს ნაცვლად საქართველოს სახელწოდებად SAKARTVELAS-ის გამოყენება საბოლოოდ დაამტკიცა

ლიეტუვამ ოფიციალურ დოკუმენტებში საქართველოს სახელწოდებად „გრუზია“-ს ნაცვლად „საქართველოს“ – ლიეტ. Sakartvelas-ის გამოყენება საბოლოოდ დაამტკიცა.

„სახელმწიფოთა ოფიციალური სახელწოდებების სექციაში წაიშალა სახელწოდება „გრუზია“ და ის „საქართველოთი“ შეიცვალა. ამჟამად ოფიციალური სახელწოდება არის Sakartvelas-ი“, – განაცხადა  ლიეტუვური ენის სახელმწიფო კომისიის თავმჯდომარე აუდრის ანტანაიტისმა.

საქართველოსა და მისი მოქალაქეებისთვის ლიეტუვის ენის სახელმწიფო კომისიამ 2018 წელს დაადგინა ალტერნატიული სახელი – საქართველო. მიუხედავად იმისა, რომ Gruzija ოფიციალურ სახელწოდებად რჩებოდა 2021 წლამდე, დოკუმენტებში ასევე დაშვებული იყო ალტერნატიული ვარიანტები.

გასული წლის 21 დეკემბერს, კომისიის გადაწყვეტილებით, სახელმწიფოთა სახელწოდების დოკუმენტიდან სიტყვა „Gruzija“ ამოიღეს და მის ნაცვლად „Sakartvelas“-ი ჩაწერეს.

აუდრის ანტანაიტისმა აღნიშნა, რომ საჭირო გახდა გარდამავალი პერიოდი, რათა შეფასებულიყო ამ სახელის მიღებისთვის საზოგადოების მზაობა. მისივე თქმით, სახელი „Sakartvelas“-ი ძალიან ადვილად დამკვიდრდა ლიეტუვის საზოგადოებაში.

მანანა ბანძელაძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close