საზოგადოებასაქართველო

არცერთი დამიწყევლია, ვინ როგორ დაისჯება, უფალს მივანდობ, არც ის მაინტერესებს, ციხეში ისხდებიან, თუ არა – სარალიძის დედა

რამდენიმე დღის წინ დათუნა სარალიძის მკვლელობის ერთ-ერთი მონაწილე გიორგი ჯანაშია გაათავისუფლეს. მას თავის დროზე, საპროცესო შეთანხმებით, 4 წლამდე შეუმცირდა სასჯელი, ვადის 3/4-ის ამოწურვის შემდეგ კი უდოთი გაათავისუფლეს (რუსულიდან: УДО.Усло́вно-досро́чное освобожде́ние от наказа́ния – სასჯელისგან პირობითი ვადამდელი გათავისუფლება – nostal.ge)

გამოცემა „ალიას“ გარდაცვლილი დავით სარალიძის დედა ესაუბრა. მისი თქმით, მისთვის მთავარი დანაშაულის აღიარებაა.

„არაფრის მოსმენა არ მინდოდა, რაც იმ ამბავს ეხებოდა, გვარებიც არ ვიცოდი…

მახსოვს, სამძიმარზე მოსული მასწავლებლებიდან ერთმა მითხრა – შენი შვილი ყველამ მიატოვა, ყველა გაიქცაო… – ეს სიტყვები მახსოვს.

ხშირად მიფიქრია ამ სიტყვებზე… დათუნა არასდროს არ დატოვებდა ვინმეს გაჭირვებაში…

ვბრაზობ თუ არა რომელიმეზე? არც კი ვფიქრობ მაგაზე.

მინდა აღიარონ სიმართლე, მერე ვინ როგორ დაისჯება, უფალს მივანდობ, არასოდეს არცერთი არ დამიწყევლია…

ერთ-ერთის მშობელს მოსვლა უნდოდა, ეს არ იყო კალანდიას მშობელი, მაშინ არავისთან საუბარი არ მინდოდა, მერე აღარ გაუმეორებია თხოვნა, ახლა რომ მოვიდეს, დაველაპარაკები, მოვუსმენ…

ერთადერთი რაც მინდა, აღიარონ, თქვან სიმართლე, მოინანიონ.

მონანიების და აღიარების ნაცვლად, დათუნასთვისაც კი დაიწყეს ტალახის სროლა, რა აღარ დააბრალეს.

იმათიც მესმის, მშობლები არიან და ცდილობენ თავიანთი შვილების დაცვას, მაგრამ ასე და ამ გზით ვერ დაიცავენ, სისხლი ისედაც ყველაზე რთული მოსანანიებელია…

სიმართლე გითხრათ, მე არც ის მაინტერესებს ციხეში ისხდებიან თუ არა, ჩემთვის რა მნიშვნელობა აქვს? რას შემიცვლის? რას შემიმსუბუქებს? გარდა იმისა, რომ ეცოდინებათ, რომ თუ სხვის შვილსაც დაუშავებენ – დაისჯებიან – ამის გარდა, რას შეცვლის, გთხოვთ, მითხრათ?

ჩვენ გვინდა სიმართლე გაირკვეს, დანარჩენი, წლები, სასჯელი, სასამართლო – ყველაფერი სხვისი შვილების დასაცავადაა“, – ამბობს დათო სარალიძის დედა.

digest.pia.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close