მედიცინასაბერძნეთი

საბერძნეთი: პრეზიდენტმა და პრემიერ-მინისტრმა ვაქცინა პირველებმა გაიკეთეს და მოქალაქეებს მაგალითი მისცეს (ვიდეო)

საბერძნეთის პრეზიდენტი კატერინა საკელაროპულუ გახდა ქვეყნის პირველი მოქალაქე, რომელმაც კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა გაიკეთა. პრეზიდენტი ათენის საავადმყოფო ევანგელისმოში (Ευαγγελισμός) 27 დეკემბერს, 14 საათზე მივიდა, სადაც ვაქცინაცია პროტოკოლის დაცვით გაიკეთა.

ნახევარი საათის შემდეგ საავადმყოფო ატიკონში (Αττικόν) მივიდა პრემიერ-მინისტრი კირიაკოს მიცოტაკისი, რომელმაც ასევე გაიკეთა კომპანია „ფაიზერის“ ვაქცინა.

პრემიერის განცხადებით, 27 დეკემბერი მნიშვნელოვანი დღეა კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში და უახლოესი თვეების განმავლობაში საბერძნეთის მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობის ვაქცინაცია მოხდება.

შეგახსენებთ, რომ საბერძნეთში, ისევე როგორც მთელ ევროკავშირში, მოქალაქეებისთვის კორონავირუსის აცრა უფასო და ნებაყოფლობითი პროცედურაა.

„ფაიზერის“ ვაქცინა 2 დოზად კეთდება, 3 კვირის შუალედით. ორგანიზმი ვირუსის წინააღმდეგ იმუნიტეტს მეორე დოზის შეყვანიდან რამდენიმე დღეში გამოიმუშავებს.

შეგახსენებთ, რომ კლინიკური კვლევებისას ამერიკული და გერმანული კომპანიების მიერ ერთობლივად შემუშავებულმა ვაქცინამ 95%-იანი ეფექტიანობა აჩვენა.

როგორც ცნობილია, 27 დეკემბერი გახდა მთელ ევროკავშირში „ვაქცინაციის დღე“, როდესაც სიმბოლურად დაიწყო მოსახლეობის მასობრივი აცრა კავშირის ყველა წევრ ქვეყანაში.

გიორგი ჯანელიძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close