მსოფლიოnewsსაზოგადოება
სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი კორონავირუსით გამოწვეული გართულებებისგან გარდაიცვალა
სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი ირინეოსი კორონავირუსით გამოწვეული გართულებებისგან გარდაიცვალა. ამის შესახებ სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმა განაცხადა.
„ჩემთვის პატივი იყო, რომ გიცნობდით. თქვენნაირი ადამიანები არასდროს მიდიან“, – დაწერა ვუჩიჩმა ინსტაგრამზე.
პატრიარქის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია სერბეთის ტელერადიოარხმა РТС-მაც გაავრცელა.
პატრიარქი ირინეოსი 4 ნოემბერს მოათავსეს „კარაბურმას“ ჰოსპიტალში, მას შემდეგ, რაც გეგმური ტესტირების შედეგად კორონავირუსით ინფიცირება დაუდასტურდა. გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ მისი მდგომარეობა დამძიმდა. პატრიარქი ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის აპარატზე იყო მიერთებული.
View this post on Instagram
პატრიარქი ირინეოსი სერბეთის მართლმადიდებებლი ეკლესიის მეთაურად 2010 წლის იანვარში აირჩიეს.
კომენტარები