პოლიტიკასაქართველო

ვინ იმარჯვებს არჩევნებში: ცესკოს წინასწარი მონაცემები საარჩევნო უბნების 84%-ის შედეგების მიხედვით

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, ამ დროისთვის „ქართულ ოცნებას“ ხმების 48.24%, „ნაციონალურ მოძრაობას“ 26.67%, ხოლო „ევროპულ საქართველოს“ 3.8% აქვს.

შეგახსენებთ, რომ 31 წლის საპარლამენტო არჩევნებში ამომრჩევლის აქტიურობამ 56,11% შეადგინა.

ამ დროისთვის (12:40 სთ) სულ 3 847 უბნიდან დათვლილია 3 233 უბნის მონაცემები და ხმების პროცენტული გადანაწილება ასეთია:

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ – 48.24% (800 997 ხმა); „ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“ – 26.67% (442 888 ხმა); „ევროპული საქართველო“ – 3.8% (63 020 ხმა); „პატრიოტთა ალიანსი“ – 3.17% (52 563 ხმა); „ლელო“ – 3.23% (53 702 ხმა); „სტრატეგია აღმაშენებელი“ – 3.16% (52 501 ხმა); „გირჩი“ – 3.03 % (50 232 ხმა); „ალეკო ელისაშვილი – მოქალაქეები“მ- 1,37% (22 753 ხმა); „ლეიბორისტული პარტია“ – 1% (16 601 ხმა).

დანარჩენ პარტიებს ამომრჩეველთა ხმების ერთ პროცენტზე ნაკლები აქვთ.

ცენტრალური საარჩევნო კომისია მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების მიერ მიღებული ხმების წინასწარ მონაცემებსაც აქვეყნებს.

მონაცემები მოიცავს 3 847 საარჩევნო უბნიდან დათვლილი 3409 უბნის შედეგებს და მასში არ არის რამდენიმე ოლქის მონაცემი.

9 – გურჯაანის, საგარეჯოს, დედოფლისწყაროსა და სიღნაღის მუნიციპალიტეტები – „ქართული ოცნება“ დავით სონღულაშვილი 51,93%, „ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“ ლევან ბეჟაშვილი – 30,04%;

10 – თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტები – „ქართული ოცნება“ ირაკლი ქადაგიშვილი 46,42%, „ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“ გიორგი ბოტკოველი – 40,73%;

11 – მცხეთის, დუშეთის, თიანეთისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტები – „ქართული ოცნება“ შალვა კერესელიძე 52,24%, „ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“ ცეზარი ჩოჩელი – 30,64%;

12 – რუსთავის მუნიციპალიტეტი და გარდაბნის მუნიციპალიტეტის ნორიოს, მარტყოფის, ახალსოფლის, სართიჭალის, გამარჯვების, ახალი სამგორის, ლემშვენიერის, თელეთის, კუმისისა და კრწანისის ადმინისტრაციული ერთეულები – „ქართული ოცნება“ ნინო ლაცაბიძე 49,03%, „ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“ დავით კირკიტაძე – 30,13%;

13 – მარნეულისა და გარდაბნის (ნორიოს, მარტყოფის, ახალსოფლის, სართიჭალის, გამარჯვების, ახალი სამგორის, ლემშვენიერის, თელეთის, კუმისისა და კრწანისის ადმინისტრაციული ერთეულების გარდა) მუნიციპალიტეტები – „ქართული ოცნება“ ზაურ დარგალი 55,64%, „ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“ აზერ სულეიმანოვი – 33,86%;

14 – ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მუნიციპალიტეტები – „ქართული ოცნება“ გოგი მეშველიანი 54,99%, „ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“ კახაბერ ოქრიაშვილი – 40,46%;

15 – კასპისა და გორის (ვარიანის, ნიქოზის, ტირძნისის, სკრისა და შინდისის ადმინისტრაციული ერთეულების გარდა) მუნიციპალიტეტი – „ქართული ოცნება“ გიორგი ხოჯევანიშვილი 56,51%, „ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“ ბადრი ბასიშვილი – 27,82%;

16 – ხაშურისა და ქარელის მუნიციპალიტეტები და გორის მუნიციპალიტეტის ვარიანის, ნიქოზის, ტირძნისის, სკრისა და შინდისის ადმინისტრაციული ერთეულები – „ქართული ოცნება“ ზაალ დუგლაძე 48,43%, „ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“ ნატო ჩხეიძე – 31,66%;

17 – ახალციხის, ბორჯომის, ადიგენისა და ასპინძის მუნიციპალიტეტები – „ქართული ოცნება“ ანტონ ობოლაშვილი 62,1%, „ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“ ვაჟა ჩიტაშვილი – 23,87%;

18 – ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტები – „ქართული ოცნება“ სამველ მანუკიანი 63,31%, დამოუკიდებელი კანდიდატი ენზელ მკოიანი – 17,99%;

19 – ამბროლაურის, ონის, ცაგერის, ლენტეხისა და მესტიის მუნიციპალიტეტები – „ქართული ოცნება“ გოჩა ენუქიძე 57,95%, „ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“ დილარ ხაბულიანი – 15,57%;

20 – საჩხერის, ჭიათურისა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტები – „ქართული ოცნება“ პაატა კვიჟინაძე 76,64%, „ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“ გიორგი კაპანაძე – 10,87%;

21 – ტყიბულის, თერჯოლის, ზესტაფონისა და ბაღდათის მუნიციპალიტეტები – ქართული ოცნება“ ბეჟან წაქაძე 48,9%, „ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“ კახა გეწაძე – 26,98%;

22 – სამტრედიის, წყალტუბოს, ვანისა და ხონის მუნიციპალიტეტები – „ქართული ოცნება“ გივი ჭიჭინაძე 52,23%, „ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“ ნანა ჟორჟოლიანი – 29,36%;

23 – ქუთაისის მუნიციპალიტეტი – „ქართული ოცნება“ ზაზა ლომინაძე 41,44%, „ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“ გრიგოლ ვაშაძე – 35,56%;

24 – ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტები – „ქართული ოცნება“ ვასილ ჩიგოგიძე 57,5%, „ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“ მანუჩარ კვირკველია – 22,03%;

25 – წალენჯიხის, ჩხოროწყუს, მარტვილისა და აბაშის მუნიციპალიტეტები – „ქართული ოცნება“ ალექსანდრე მოწერელია 52,2%, „ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“ როლანდ ფიფია – 34,68%;

26 – ფოთის, ხობისა და სენაკის მუნიციპალიტეტები – „ქართული ოცნება“ ირაკლი ხახუბია 52,76%, „ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“ მურთაზ ზოდელავა – 27,51%;

27 – ზუგდიდის მუნიციპალიტეტი – „ქართული ოცნება“ ირაკლი ჩიქოვანი – 48,31%,%, „ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“ მალხაზ ჯალაღონია – 39,81%;

28 – ბათუმის მუნიციპალიტეტი – „ქართული ოცნება“ რესან კონცელიძე 40,6%, „ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“ ლევან ვარშალომიძე – 37,46%;

29 – ქობულეთის მუნიციპალიტეტი და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მახინჯაურის ადმინისტრაციული ერთეული – „ქართული ოცნება“ ზაალ მიქელაძე 51,62%, „ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“ ბონდო თედორაძე – 34,11%;

30 – ხელვაჩაურის (მახინჯაურის ადმინისტრაციული ერთეულის გარდა) ქედის, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტები – „ქართული ოცნება“ ანზორ ბოლქვაძე 49.05%, „ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“ მიშა ბოლქვაძე 32.05%.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს „საარჩევნო კოდექსის“ თანახმად, მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში არჩეულად ითვლება საქართველოს პარლამენტის წევრობის ის კანდიდატი, რომელიც მიიღებს მინიმუმ ხმათა 50%-ს +1 ხმა.

თუ საარჩევნო ოლქში 50%-ან ბარიერს ვერცერთმა კანდიდატმა ვერ გადააბიჯა, მაშინ მეორე ტურში გადადის საუკეთესო შედეგის მქონე 2 კანდიდატი.

მეორე ტურში უკვე ბარიერი აღარ არსებობს და გამარჯვებულად ითვლება ის კანდიდატი, რომელიც უფრო მეტ ხმას მიიღებს.

საქართველოს „საარჩევნო კოდექსის“ თანახმად, მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტური 21 ნოემბერს – შაბათს გაიმართება.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close