მსოფლიოსაზოგადოება

BBC: რუსეთის მორგები გადავსებულია (ვიდეო +18)

რუსეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 17 347 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ეს რეკორდული მატებაა პანდემიის დაწყებიდან. ამის შესახებ BBC იუწყება.

ამავე პერიოდის განმავლობაში გარდაიცვალა 219 პაციენტი. უკვე ერთი კვირაა რუსეთში Covid 19-ისგან გარდაცვლილ პაციენტთა დღიური მაჩვენებელი 200-ზე დაბლა არ იწევს.

ინტერნეტში ვიდეო გავრცელდა, რომელიც ქალაქ ნოვოკუზნეცკის მორგშია გადაღებული. ვიდეოზე ჩანს კორონავირუსისგან გარდაცვლილთა გვამები. ვიდეოზე ოცამდე შავი პარკი ჩანს, რომელშიც გარდაცვლილი ადამიანებია მოთავსებული. ვიდეოს ავტორის კომენტარიც მოჰყვება, რომელიც ამბობს, რომ იქ უამრავი გვამია. „ყველგან გვამია. რომ გაიარო, მათ თავებზე უნდა დააბიჯო“ – ამბობს ვიდეოს ავტორი.

BBC-ს ინფორმაციით, ანალოგიური მდგომარეობა შეიქმნა ქალაქ ბარნაულში, სადაც გარდაცვლილთა გვამები მორგების გადავსებულობის გამო პირდაპირ საავადმყოფოს სარდაფში მოათავსეს. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ გარდაცვლილთა ნათესავები ცხედრების გადასვენებას კარანტინის გამო ვერ ახერხებენ.

ცნობისთვის, პამდემიის დაწყებიდან რუსეთში კორონავიორუსის 1 531 224 შემთხვევა დაფიქსირდა, 1 146 096 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 26 269 პაციენტი – გარდაიცვალა.

pia.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close