იტალიაპოლიტიკასაზოგადოება
ინფორმაცია ლომბარდიის, ლაციოსა და კამპანიის რეგიონებში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ
იტალიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ინფორმაციით, „საღამოს საათებში აღნიშნულ რეგიონებში გამოცხადებული კომენდანტის საათის გამო:
- ლაციოს რეგიონში: 24.00-5.00
- ლომბარდიის რეგიონში: 23.00-5.00
- კამპანიის რეგიონში: 23.00-5.00
გადაადგილება დასაშვებია მხოლოდ განსაკუთრებული შემთხვევებისა და მოტივაციის დროს, როგორიცაა:
• დადასტურებული სამუშაო საჭიროებები;
• აბსოლუტური გადაუდებლობა ან აუცილებელობა;
• ჯანმრთელობის მიზეზები.
შესაბამისად, აღნიშნულ საათებში გადაადგილებისას, თან უნდა იქონიოთ სპეციალური ავტოსერტიფიკატი, რომელიც შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ აქ:
https://www.interno.gov.it/…/modello_autodichiarazione
აღნიშნული მოდული შემოწმებისას თან აქვთ სამართლადამცავი ორგანების წარმომადგენლებსაც და შეგიძლიათ ადგილზეც შეავსოთ!
გაითვალისწინეთ, რომ მოტივაციის გარეშე გადაადგილების გამო დაგეკისრებათ ჯარიმა 400-იდან 3000 ევრომდე!“ – ნათქვამია განცხადებაში.
კომენტარები