კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის, 19-25 ოქტომბერი
19-იდან 25 ოქტომბრამდე მზარდი მთვარეა. ამ პერიოდში შესაძლებელია მკვეთრად გაიზარდოს დაუგეგმავი ხარჯები. ეცადეთ, ხელმომჭირნედ იცხოვროთ და ფუჭად არ დახარჯოთ ფული. მზარდი მთვარის პერიოდში კარგია ახალი ურთიერთობების დაწყება – მეგობრულისაც და რომანტიკულისაც, ამიტომ ყურადღებით დააკვირდით თქვენ გარშემო ადამიანებს, შესაძლოა, გვერდით გყავთ თქვენი მომავალი საბედო ან ერთგული მეგობარი.
მოემზადეთ რომანტიკული პერიოდისთვის, მაგრამ იცოდეთ: ალბათობა იმისა, რომ თქვენს წინადადებაზე დადებით პასუხს მიიღებთ, მცირეა. ამ დღეებში სასარგებლოა დაკავდეთ თვითგანათლებით იმ სფეროში, რომელიც ყველაზე მეტად გაინტერესებთ. ეს პერიოდი კარგია მათთვისაც, ვინც დიდი ხანია ბავშვის ყოლაზე ოცნებობს.
სასიკეთო დღეები: 22, 25.
არასასიკეთო დღე: 20.
გამოიჩინეთ ცნობისმოყვარეობა და თქვენ წინაშე ნებისმიერი კარი გაიხსნება. ამასთან, გაითვალისწინეთ: ამჯერად რაიმეს დასაწყებად დიდი ძალისხმევა დაგჭირდებათ. წინასწარ გათვალეთ ყველაფერი, როგორ დაიწყოთ. ამ კვირაში დაძაბულობა დღითიდღე მოიმატებს. წინასწარ დაგეგმეთ ნებისმიერი შეხვედრა.
სასიკეთო დღეები: 21, 22
არასასიკეთო დღე: 19.
ტყუპი
თავდაჯერებულობა ამ პერიოდში საკმარისზე მეტი გექნებათ. ისარგებლეთ ამით და თქვენს უფროსს ანაზღაურების გაზრდა ან დაწინაურება სთხოვეთ. შაბათ-კვირა მაქსიმალურად სასარგებლოდ გამოიყენეთ. დაასრულეთ საშინაო საქმეები, დაეხმარეთ ახლობლებს, მაშინაც კი, თუ ისინი დახმარებას არ გთხოვენ.
სასიკეთო დღეები: 23, 25.
არასასიკეთო დღე: 19.
შეიძლება მარტო ყოფნის სურვილი გაგიჩნდეთ. საკუთარ თავს ამაზე უარს ნუ ეტყვით. ახალი ნაცნობობა ამ პერიოდში წარმატებას მოგიტანთ. შაბათ-კვირა შემოქმედებითად გაატარეთ. ამ მიმართულებით ნებისმიერი წამოწყება წარმატებული იქნება.
სასიკეთო დღეები: 19, 24.
არასასიკეთო დღე: 22.
მზად იყავით ფინანსური დანაკარგებისთვის, მაგრამ ბიუჯეტი მალე შეივსება! ოჯახში შეიძლება ჩხუბი და უთანხმოება მოხდეს სერიოზული საკითხის გამო, რომლის მოგვარება უახლოეს მომავალში შეუძლებელი იქნება. სამაგიეროდ ბავშვები გაგახარებენ: არა მარტო საკუთარი წარმატებით, არამედ სათანადო ქცევითაც.
სასიკეთო დღეები: 22, 25.
არასასიკეთო დღე: 20.
დროა გამოავლინოთ თქვენი ორგანიზატორული უნარები. აიღეთ ყველაზე ძნელი სამუშაო და ნუ დაეჭვდებით, რომ წარმატებას მიაღწევთ. ფულთან დაკავშირებით ამ პერიოდის განმავლობაში ყველაფერი შესანიშნავად იქნება, ასე რომ, შეგიძლიათ საკუთარი თავი რაღაცით გაანებივროთ.
სასიკეთო დღეები: 19, 23.
არასასიკეთო დღე: 25.
იყავით უფრო ლოიალური თქვენი ახლობლების მიმართ: მათ ახლა თქვენი თანადგომა სჭირდებათ. სამსახურში დამსახურებული წარმატება გელით. დაე, ზოგიერთ კოლეგას ნუ გაუხარდება, ამას ყურადღებას ნუ მიაქცევთ. ამ კვირიდან დაიწყეთ თანხის დაზოგვა: მალე ის დიდი შენაძენისთვის დაგჭირდებათ.
სასიკეთო დღეები: 22, 25.
არასასიკეთო დღე: 24.
მორიელი
უახლოეს დღეებში ბევრი შეხვედრა გელოდებათ: სასიხარულოც და უსიამოვნოც. მიიღეთ მოვლენების ნებისმიერი შედეგი. ზოგიერთი ნაცნობი თქვენი ცხოვრებიდან უნდა ამოშალოთ. თუ ამას არ გააკეთებთ, ღალატი გელით. ამ პერიოდის განმავლობაში შეიძლება წარმოუდგენელი დაღლილობა იგრძნოთ.
სასიკეთო დღეები: 20, 23.
არასასიკეთო დღე: 25.
მშვილდოსანი
კარგი განწყობა საშუალებას მოგცემთ ყველა დაწყებული საქმე დაასრულოთ. ერთადერთი, რაც ამ პერიოდს დაამძიმებს – ეს არის ოჯახთან შესაძლო უთანხმოება, მაგრამ მალე ეს პრობლემაც მოგვარდება. მზად იყავით დატვირთული გრაფიკისა და სამსახურში დაყოვნებისთვის. ახლობლები ამისთვის წინასწარ მოამზადეთ.
სასიკეთო დღეები: 21, 22.
არასასიკეთო დღე: 20.
თხის რქა
ვარსკვლავები ნებას გრთავენ, ამ პერიოდში რთულ საქმეებს მოჰკიდოთ ხელი. უბრალოდ, შეეცადეთ ფული ჯერ არ დახარჯოთ. მინიმუმ, უარი თქვით დიდ საყიდლებზე. მზად იყავით საკუთარ თავზე ჭორების მოსასმენად. გახსოვდეთ, საუკეთესო რეაქცია – რეაქციის არქონაა.
სასიკეთო დღეები: 19, 25.
არასასიკეთო დღე: 23.
ნებისმიერი პრობლემა, რომელიც ამ პერიოდში წარმოიქმნება, თქვენთვის დაიტოვეთ, არავის უთხრათ მათ შესახებ – თავად გაუმკლავდებით. მზად იყავით ცვლილებებისთვის. თავიდან ისინი შეგაშინებენ, მაგრამ შემდეგ მიხვდებით: ყველაფერი უკეთესად წარიმართა. ურთიერთობები მინავლდება. ცოტა მოიცადეთ, სანამ ეს პერიოდი გაივლის.
სასიკეთო დღეები: 22, 24.
არასასიკეთო დღე: 19.
თუ ამ პერიოდში მნიშვნელოვანი შეხვედრები გაქვთ დაგეგმილი, უმჯობესია გადადოთ. ახლა შესაფერისი მომენტი არ არის. დაისვენეთ და დაუთმეთ დრო საკუთარ თავსა და თქვენს ოჯახს. ამას სერიოზულად და გულით მიუდექით. არ დაზოგოთ ფული!
სასიკეთო დღეები: 23, 24.
არასასიკეთო დღე: 21.
თამთა გურული
კომენტარები