ქართველები უცხოეთშისპორტი
„ანორთოსისმა“ ქართველების გოლებით მოიგო (ვიდეო)
კვიპროსის ჩემპიონატის მე-6 ტურში თემურ ქეცბაიას ფამაგუსტის „ანორთოსისმა“ საკუთარ მოედანზე ნიქოზიის „ოლიმპიაკოსს“ უმასპინძლა და ქართველების მიერ გატანილი გოლებით დაამარცხა.
ოთხივე ქართველი – გიორგი ლორია, მურთაზ დაუშვილი, თორნიკე ოქრიაშვილი და გიორგი ქვილითაია – გუნდის ძირითად შემადგენლობაში იყო, მათ შეუცვლელად ითამაშეს. მატჩის გმირი ქვილითაია გახდა – „გენტიდან“ კვიპროსზე გადასული 27 წლის თავდამსხმელი ფორმაში რომ შედის, ეს მატჩიც ადასტურებს. გიორგიმ 23-ე წუთზე ანგარიში გახსნა, ხოლო 90+1-ე წუთზე მისი წაქცევისთვის პენალტი დაინიშნა, რომელიც თორნიკე ოქრიაშვილმა გამოიყენა და „ანორთოსისმა“ 2:0 გაიმარჯვა.
კვიპროსის ჩემპიონატის მე-6 ტურის შემდეგ „ანორთოსისმა“ 10 ქულა დააგროვა და მესამე ადგილზეა. ის ლიდერს – „აპოლონს“ 3 ქულით ჩამორჩება.
1tv.ge
კომენტარები