ყოფილი ცოლების ჰოროსკოპი – რომელი ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენელი როგორ იქცევა განქორწინების შემდეგ
„დაიჯესტი“ გთავაზობთ ყოფილი ცოლების ჰოროსკოპს, გაიგეთ რა ხდება განქორწინების შემდეგ.
ყველასათვის გასაოცრად, ვერძი სრულიად ნორმალური ყოფილი ცოლია. რამდენადაც დიდი იყო შანსი, რომ ვერძთან ქორწინებაში მყოფი დაეჭერით, იმდენად მცირეა შანსი, რომ იგი ოდესმე კიდევ ჩაერევა თქვენს ცხოვრებაში: აღარ აქვს მნიშვნელობა, რამდენჯერ თხოვთ, რომ დაგიბრუნდეთ, ან რამდენჯერ დაუწერთ გულისამაჩუყებელ სერენადებს, ვერძი წარბსაც აღარ შეიხრის – ყოფილი მისთვის ცარიელი ადგილია.
კურო
კურო მკაცრი ყოფილია. ის ხომ, როგორც ცნობილია, ვერ იტანს უმნიშვნელო ცვლილებებსაც კი და, წარმოიდგინეთ, პირად ცხოვრებაში ამხელა ცვლილებას მისთვის რა სტრესის მიყენება შეუძლია! თუმცა თუკი განქორწინება გარდაუვალია, კურო ცდილობს, გაეყაროს რაც შეიძლება სწრაფად. და ამისათვის არაფერს არ მოითხოვს: მაგალითად ქონების შუაზე ან სამართლიანად გაყოფას; შეგიძლიათ ბავშვები რამდენჯერაც გსურთ, იმდენჯერ მოინახულოთ, თუ გინდათ, საყვარელი კატაც წაიყვანეთ, ოღონდაც რაც შეიძლება სწრაფად დამთავრდეს ეს ყველაფერი! თუმცა გაითვალისწინეთ, რომ ეს პერიოდი ძალიან უნდა იფრთხილოთ და კარგად მოიქცეთ, მოერიდეთ კუროსთვის ნერვების წყვეტას, იმიტომ რომ მას თქვენი მომავალი პარტნიორების მიწასთან გასწორება შეუძლია.
ტყუპები
ტყუპებს გულის სიღრმეში მძიმედ და მტკივნეულად გადააქვთ განშორება. ეს იმიტომ, რომ თუკი ერთხელ ვიღაცას ტყუპებისთვის უღლის დადგმა გამოუვიდა, ეს ნიშნავს, რომ ამ ქალმა ცხოვრებაში რაღაც მთავარი იპოვა: კარგი მოსაუბრე! სექსით, კომფორტული სახლითა და ბავშვებით ნებისმიერი სულელი უზრუნველყოფს, თუმცა ვის შეეძლება გაჰყვეს ტყუპებს ინტელექტუალურ საუბრებში ისევ ისე, როგორც მის ყოფილს? სწორედ ამიტომაც, ტყუპები, სანამ გადავლენ ეტაპზე „ამ იდიოტთან რას ვაკეთებდი“, სერიოზული აგენტები ხდებიან: უთვალთვალებენ ყოფილის სოციალურ ქსელებს, ასწავლიან საერთო შვილებს აგენტობას და ა.შ.
ეს მზრუნველი ქალები განქორწინების შემდეგაც აგრძელებენ ყოფილებზე ზრუნვას – მასთან ყოველთვის შეიძლება სტუმრობა და მონახულება, ხანდახან ღამის გათევაც კი; მასთან ცხელი წვნიანი და მეგობრული მხარი ყოველთვის დაგხვდებათ, ოღონდ ცხადია, უკვე როგორც და-ძმა. ყოფილი ქმრები ხომ კირჩხიბებისთვის ნათესავების ამპლუაში ინაცვლებენ, ნათესავთან სექსი და დაქორწინება კი ცუდი აზრია.
ლომი ქალი დიდსულოვანი ყოფილია. ლომს თავისი ინიციატივით არავინ დაშორდება, ხოლო თუ თავად შორდება კაცს, არანაირი დანაშაულის შეგრძნება არ აწუხებს, პირიქით, მზადაა, რომ თანასწორი მეგობრული დამოკიდებულება შეინარჩუნოს ყოფილ ქმართან. აი, თუკი ქმარმა თავად მოითხოვა ლომთან განქორწინება, მაშინ… პრინციპში არც მაშინაა ის წინააღმდეგი, რომ ყოფილთან იმეგობროს. აბა, დაფიქრდით, რომელი ნორმალური კაცი წავა მისგან? ყველაფერი გასაგებია, საბრალო კაცმა ალბათ თავი რამეს მისცხო და სამუდამოდ დაავადდა.
რამდენადაც ოჯახში იდეალური ცოლია, იმდენად იდეალური ყოფილია ქალწული. თუკი შესაძლებელია, ნურასოდეს გაეყრებით ქალწულს, თუმცა თუკი გარდაუვალია, აუცილებლად იქონიეთ გეგმა ბ: შეიცვალეთ სქესი, პასპორტი და დატოვეთ ქვეყანა, რაც შეიძლება სწრაფად. ქალწულისგან გაქცევა მხოლოდ მთელი ქონების მისთვის გადაფორმებით, ნერვებისა და ტვინის სერიოზული დაზიანებების ფასად შეგიძლიათ. და გგონიათ, ამ ყველაფერს სკანდალით აკეთებს? არა, ცხადია. „მე მაინც ყოველთვის მეყვარები და მხოლოდ კარგს გისურვებ“ – ამ სიტყვებით, წარბშეუხრელად და ხმააუმაღლებლად ის მთელ თქვენს დარჩენილ ცხოვრებას მოწამლავს.
სასწორი ყოფილი ნამდვილი ფუმფულა ბაჭიაა. საქმე ისაა, რომ სასწორები კაცებს ყოველთვის მარტივად უშვებენ, რადგან თუკი სასწორი აღარ უყვართ, მაშინ კითხვების დასმას რაღა აზრი აქვს?! ამიტომაც, არანაირ ისტერიკას და ჩხუბს სასწორი არ გამართავს, რადგან დაძალებით არაფერი გამოვა. მეტიც, სასწორები ყოფილებს გულწრფელად ემეგობრებიან, ამაში იგულისხმება ხანდახან უბრალოდ დარეკვა საჭორაოდ, ან, სულაც, ყოფილის ქორწილში წასვლა და მოლხენა.
მორიელი
მორიელი ყოველთვის იქმნის ისეთ შთაბეჭდილებას, რომ მისთვის სულ ერთია განქორწინება. თუმცა ცხადია, მისი გული გატეხილია, ხოლო გონება – შურისძიების გეგმების დასახვითაა დაკავებული. თუკი ყოფილი ფიქრობს, რომ მორიელი ქალი ინერვიულებს, მაგრამ დამშვიდდება, ძალიან ცდება: მორიელები არასოდეს არაფერს ივიწყებენ. ისინი ყოფილებზე კომპრომატებს აგროვებენ და ეს კარგადაც გამოსდით, რადგან მათ ყოფილების ყველა სუსტი წერტილი გადასარევად ახსოვთ. ასე რომ, დარტყმა აუცილებლად საჭირო ადგილას და საჭირო დროს იქნება. გამანადგურებელ დარტყმას ვგულისხმობთ.
მშვილდოსანი
ყველაზე მეგობრული ყოფილი ცოლი მშვილდოსანია. მასთან გაყრა თითქოს პურზე ჩასვლასავით უმნიშვნელოა. მშვილდოსნებს ხომ სასაცილოდ არ ჰყოფნით დოკუმენტები და საბუთებში ოფიციალური ბეჭდების არსებობის საკითხი. მეტიც, მისი აზრით, ურთიერთობა გაშორების მერე გაცილებით უმჯობესდება: ცხოვრებიდან ქმარს არ აქრობს, როცა უნდა, მაშინ ხვდება და სექსი აქვს, სამაგიეროდ, სახლში როგორც უნდა, ისე იქცევა. საბოლოო ჯამში კი ყოფილი ხვდება, რა დაკარგა, ხოლო მშვილდოსანი კი ოჯახურ უღელში მეტჯერ თავის გაყოფაზე აღარც ფიქრობს.
თხის რქა, ერთი შეხედვით, იდეალური ყოფილია: იგი აბსოლუტურად მშვიდად და ჩუმად აწერს განქორწინების საბუთებს ხელს და ქმარს ერთხელ და სამუდამოდ სკანდალების, ისტერიკის, გარჩევებისა და დაბრუნებების გარეშე იშორებს, თუმცა მოგვიანებით თხის რქის ყოფილი ქმარი გაარკვევს, რომ მას ოფიციალურად აღარაფერი ეკუთვნის: სახლი, აგარაკი, მანქანა – ყველაფერი ცოლის სახელზეა და ეს იმიტომ, რომ მუდამ მოწესრიგებულ და აკურატულ თხის რქას თითოეული ჩეკი აღრიცხული აქვს და სათუთად ინახავს შესაბამის საქაღალდეში. დიახ, ქორწილისთვის რომ ლიმუზინი დაიქირავეს, იმის ჩეკიც შენახული აქვს.
გაგიმართლათ, თუკი მერწყულ ქალს გაშორდით: მერწყული ხომ ხელის გასაწერადაც ისეთი ენთუზიაზმით გარბის, თითქოს მანამდე დაბმული იყო და მთელი ცხოვრება მხოლოდ ამაზე ოცნებობდა! მომდევნო ერთი წელი მისი სახლში დაჭერა გაგიჭირდებათ: ერთობა მეგობრებთან ერთად, მოგზაურობს, მოკლედ, ტკბება თავისუფალი და დამოუკიდებელი ცხოვრებით. და როცა თქვენზე დარდს შეწყვეტს (დიახ, გულის სიღრმეში ის მაინც დარდობდა), აუცილებლად დაგირეკავთ და გეტყვით: „აი, გადაგიყვარე. არ გინდა სექსით დავკავდეთ?“
თევზები განშორებით ძალიან იტანჯება. ისე, როგორც აქამდე არავინ დატანჯულა! და თუ ფიქრობდით, რომ თევზებს არც აქამდე აკლდათ განცდები, ძალიან ცუდად გცნობიათ. ყველა მისი ტანჯვა, რაც კი აქამდე განუცდია, სავსებით ასატანი იყო იმასთან შედარებით, რასაც ის ახლა საყვარელ ადამიანთან დაშორებით განიცდის. თუმცა აქ მაინც არის ერთი მომენტი: ვერავინ იფიქრებს, რომ ამ სევდიან და ემოციურ არსებას კარგი მკვლელობის დაგეგმვა შეუძლია.
კომენტარები