თვითმარქვია მღვდელი გოგონას, შელოცვის მიზნით, ფეისბუქში შიშველი ფოტოების გაგზავნას აიძულებდა
იოანე ჯალაღონია, რომელიც თავს მღვდელმსახურად ასაღებდა, შინაგან საქმეთა საქმეთა სამინისტრომ არასრულწლოვნის მიმართ შანტაჟის ბრალდებით დააკავა.
გავრცელებული ინფორმაციით, თვითმარქვია მღვდელი არასრულწლოვან გოგონას, შელოცვის მიზნით, სოციალურ ქსელში შიშველი ფოტოების გაგზავნას აიძულებდა, ფოტოების მეორედ მოთხოვნაზე უარის მიღების შემდეგ იგი არასრულწლოვანს უკვე გაგზავნილი ფოტოების გასაჯაროებით დაემუქრა.
საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის, ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, იოანე ჯალაღონია მღვდლად ხელდასმული არასდროს ყოფილა, იგი ბერად იყო აღკვეცილი, ხოლო დარღვევების გამო მას ზიარება აკრძალული ჰქონდა.
„ვიცი, რომ ოჯახს მის წინააღმდეგ სარჩელი ჰქონდა შეტანილი. გარკვეული კანონიკური დარღვევების გამო მას ზიარებაც კი აკრძალული ჰქონდა. იგი თავს მღვდელ-მონაზონად ასაღებდა და მოსახლეობა შეცდომაში შეჰყავდა გარკვეული პერიოდის განმავლობაში“, – აღნიშნა ანდრია ჯაღმაიძემ.
იოანე ჯალაღონია გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებს და აცხადებს, რომ მას ცილს სწამებენ.
pia.ge
კომენტარები