კრიმინალისაქართველო
ვინ არის უცნობი ქალი, რომლის 3 ფოტორობოტიც ბაჩალიაშვილის საქმეში დევს და პოლიცია მის კვალს დღემდე ეძებს (ვიდეო)
ბაჩალიაშვილის დედამ „შაბათის ფორმულას“ იმ ფიგურანტის შესახებ მოუყვა, რომლის ჩვენებამაც, თეონა თამაზაშვილის თქმით, შესაძლოა პროგრამისტის გარდაცვალებას ნათელი მოჰფინოს.
საქმე ახალგაზრდა ქალს ეხება, რომელთანაც ბაჩალიაშვილი მეგობრობდა. გამოძიებამ 30 წლამდე ქალის აღწერილობის შესახებ მეზობლების მონაყოლის მიხედვით სამი ფოტორობოტი შექმნა. სამივე მოწმე ექსპერტს ერთ ქალს აღუწერს – ვინმე ნინოს, რომელიც 23 წლის ბაჩალიაშვილის პანაშვიდზე, გვიან ღამით მივიდა, როდესაც იქ მხოლოდ ოჯახი და ახლობლები იმყოფებოდნენ.
ოჯახის თქმით, ის იმეორებდა, რომ თამარ ბაჩალიაშვილის დაცვა ვერ შეძლო და ოჯახს ბოდიშს უხდიდა.
კომენტარები