საზოგადოება

გლდანის ციხესთან ორი თვეა ძაღლი პატრონს ელის

ოთხფეხა მეგობრის ერთგულების მორიგი მაგალითი – ადვოკატი ლექსო კობაიძე სოციალურ ქსელში ძაღლის შესახებ წერს, რომლის პატრონიც სასჯელს გლდანის მე-8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იხდის. სავარაუდოდ, პატრონის დაკავების შემდეგ ძაღლი ბადრაგის მანქანას გაეკიდა და უკვე ორი თვეა, მას ციხის კართან ელის.

„მრავლისმთქმელი ერთგულება.
გლდანში, მე-8 პენიტენციალურ დაწესებულებაში, ორი თვეა პატრონის ბრალდებულის სტატუსით მიყვანის დღიდან, ეს განუმეორებელი ქმნილება ცხოვრობს ციხის ეზოს იმ ადგილას, საიდანაც შეჰყავთ დაკავებულები და არ ტოვებს ტერიტორიას. მასზე ზრუნავს ციხის მომსახურე პერსონალი“, – წერს ლექსო კობაიძე.

progressnews.press

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close