პოლიტიკასაქართველო
ანა დოლიძე პრემიერად ბათუმელ „კუპატას“ ასახელებს
მოძრაობა „ხალხისთვის“ ლიდერი, ანა დოლიძე პრემიერობის კანდიდატად ხალხის რჩეულ ბათუმელ „კუპატას“ ასახელებს.
ანა დოლიძე 2020 წლის არჩევნებზე თბილისში, დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატია. პოლიტიკოსი ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე „კუპატას“ ფოტოს აქვეყნებს და წერს:
„მეგობრებო, კამპანია დაწყებული არ იყო ერთი გამოხტა პრემიერობა მინდაო. რა დროს პრემიერობაა, ჯერ არჩევნებია მოსაგები. ბოლოს ჩვენ ვითათბირეთ და წარვადგენთ ნამდვილად ღირსეულ კანდიდატს. მხარი დაუჭირეთ, უალტერნატივოა“ – ვკითხულობთ ანა დოლიძის გვერდზე.
მეგობრებო, კამპანია დაწყებული არ იყო ერთი გამოხტა პრემიერობა მინდაო. რა დროს პრემიერობაა, ჯერ არჩევნებია მოსაგები. ბოლოს…
Posted by ანა დოლიძე / Anna Dolidze on ორშაბათი, 07 სექტემბერი, 2020
კომენტარები