მსოფლიოსაზოგადოება

გიგანტურმა ფრანმა 3 წლის ბავშვი ცაში გაიტაცა (ვიდეო)

გუშინ, 30 აგვისტოს ტაივანში საჰაერო ბუშტების ტრადიციული ფესტივალი გაიმართა. გიგანტური ფრანების გაშვების დროს ერთ-ერთმა მათგანმა ცაში 3 წლის გოგონა გაიტაცა. ამის შესახებ New York Times-ი იტყობინება.

გავრცელებული ინფორმაციით, ფრანის გაშვებისას ბავშვი შემთხვევით ზონარებს შორის გაიხლართა და დამოუკიდებლად თავის დაღწევა ვერ შეძლო. ფრანმა გოგონა მიწიდან 10 მეტრზე მაღლა აიყვანა. გოგონა არ დაიბნა და ფრანის კუდს მაგრად იყო ჩაჭიდებული.

საბედნიეროდ, შემთხვევა მშვიდობიანად დასრულდა – ქარის სიმძლავრე ნელ-ნელა დაცხრა, ფრანი ცოტა ძირს დაეშვა და ფესტივალის მონაწილეებმა მისი ზონარის დაჭერა და ბავშვის გადარჩენა შეძლეს.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close