საზოგადოებასაქართველო
საქართველოში გლოვის ნიშნად ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე სახელმწიფო დროშა დაშვებულია
ევროკავშირის დროშა დაუშვეს თბილისში, ევროკავშირის წარმომადგენლობის შენობაზეც
საქართველოში გლოვის დღეა. 25 აგვისტო საქართველოში გლოვის დღედ შატილის გზაზე მომხდარი ტრაგედიისას დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად გამოცხადდა, შესაბამის განკარგულებას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ხელი გუშინ მოაწერა.
გლოვის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე სახელმწიფო დროშა დაშვებულია.
საქართველოს სახელმწიფო დროშები დაეშვა, აგრეთვე, საზღვარგარეთ საქართველოს ყველა დიპლომატიური წარმომადგენლობის შენობაზე.
გლოვის ნიშნად ევროკავშირის დროშა დაუშვეს თბილისში, ევროკავშირის წარმომადგენლობის შენობაზე.
„შატილის გზაზე ტრაგიკულად დაღუპულებს ვგლოვობთ. ვუსამძიმრებთ მათ ოჯახებსა და მეგობრებს და სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ დაზარალებულებს“, – აღნიშნავს ევროკავშირის წარმომადგენლობა.
კომენტარები