კრიმინალისაქართველო

თორაძეების საქმეში FBI ჩაერთო

ვე­რე­ლი თო­რა­ძე­ე­ბის მკვლე­ლო­ბის გა­მო­ძი­ე­ბა­ში აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიურო ჩა­ერ­თო. ამის შე­სა­ხებ თა­მარ თო­რა­ძე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს.

„ოჯახი! გილოცავთ! ჩვენ გავიმარჯვებთ!
მართალია მაგრად შემრცხვა პირველივე წინადადება FBI-ს ოფიცერისგან : 28 წელი როგორ ვერ გამოიძიეს და არავინ დასჯილა??? ამდენი ოჯახის წევრი მოკლეს?? ისეთი გაკვირვებული იყო ვამშვიდებდი ეხლა კარგი მთავრობა გვყავს და ყველა დაისჯება-თქო. ამათ ბევრი ფული აქვთ და ძნელად ისჯებიან ესეთებეთქო. გაეცინა ჩვენ Jefrey Epstein დავაპატიმრედ და მაგას რა მნიშვნელობა აქვსო. აი ხო ხედავთ თქვენთან ვიწყებთ თანამშრომლობას და ჩვენც დავლაგდებით აუცილებლად ეს მთავრობა შეცვლისთქო! აბა გილოცავთ პირველ უდიდეს ნაბიჯს ქართველებო!“ – წერს თამარ თორაძე.

თო­რა­ძე­ე­ბის ოჯა­ხის მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ზე სა­ქარ­თვე­ლოს გე­ნე­რა­ლურ­მა პრო­კუ­რა­ტუ­რამ ამერიკის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის შე­სა­ბა­მის ორ­გა­ნო­ებს სა­მარ­თლებ­რი­ვი დახმარებისთვის მიმდინარე წლის მაისში მიმართა.

საზარელი მკვლელობის საქმე, რომელიც თბილისში 1992 წლის 3 მარტს მოხ­და და ერთი ოჯახის 5 წევრი შეიწირა, ორი კი დაკარგულად მიიჩნევა, დღემ­დე გა­მო­უ­ძი­ე­ბე­ლია და ამ დანაშაულის გამო არა­ვინ დასჯილა.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close