კრიმინალისაქართველო

მტკვარში „ბაუჰაუსის“ დაკარგული თანამშრომლების ცხედრები იპოვეს

დაახლოებით საათ-ნახევრის წინ შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა მტკვარზე ჩატარებული ინტენსიური საძიებო სამუშაოების შედეგად თბილისში მდებარე ბარ „ბაუჰაუსიდან“ დაკარგული ახალგაზრდა ქალის ცხედარი იპოვეს

დაახლოებით 40 წუთის წინ კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ მდინარე მტკვარში მაშველებმა დაკარგული ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარიც იპოვეს. ამის შესახებ პირველი არხი იუწყება შსს-ს ინფორმაციაზე დაყრდნობით.

„შინაგან საქმეთა სამინისტროში თბილისში მდებარე „ბაუჰაუს“ ბარიდან ორი ახალგაზრდის გაუჩინარების შესახებ შეტყობინება, 15 აგვისტოს დაახლოებით 21:00 საათზე შემოვიდა. პოლიციის მხრიდან მოხდა მყისიერი რეაგირება და ახალგაზრდების ადგილსამყოფელის დადგენის მიზნით, ინტენსიურ რეჟიმში დაიწყო შესაბამისი საძიებო ღონისძიებები. საქმეზე უკვე ჩატარდა სხვადასხვა სახის საგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის, გამოკითხული არიან „ბაუჰაუს“ ბარის თანამშრომლები, დაკარგული ახალგაზრდების ოჯახის წევრები, მეგობრები და საქმესთან შემხებლობაში მყოფი სხვა პირები. დაინიშნა შესაბამისი ექსპერტიზები.

ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება 143-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს“, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close