საქართველო

გერმანიის მიმართულებით სტუდენტებისთვის კიდევ ერთი ჩარტერული რეისი შესრულდება

დაგროვდა სტუდენტების კიდევ ერთი ჯგუფი, ასევე, გერმანიის მიმართულებით. მინდა, დავავალო საგარეო საქმეთა სამინისტროს, განათლების სამინისტროს და ახალგაზრდობის სააგენტოს, რომ სასწრაფოდ შევძლოთ ამ ჯგუფების იდენტიფიცირება და დავაორგანიზოთ 11 აგვისტოსთვის კიდევ ერთი რეისი, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.

ამასთან, როგორც გახარია ამბობს, შეღავათიანი ჩარტერული რეისი შესაძლოა უნგრეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტებისთვისაც დაინიშნოს.

„სასწავლო წლის დასაწყებად ემზადება არა მხოლოდ საქართველო, არამედ ჩვენი პარტნიორი ქვეყნებიც. ბევრი ქართველი სტუდენტი, რომელიც დღეს იმყოფება საქართველოში, მაგრამ განათლებას იღებს ევროპაში ან შრომობს ევროპაში განათლების მიღებასთან ერთად, მათ შეექმნათ გადაადგილების პრობლემა.

მოგეხსენებათ, რამდენიმე კვირის წინ ჩვენ მოგვმართა ასეთმა ჯგუფმა სტუდენტებისა, რომლებსაც ჰქონდათ გერმანიაში შრომის ნებართვა და მათ, უბრალოდ, ვერ შეძლეს გერმანიამდე ჩასვლა და მაშინ მთავრობამ უზრუნველყო ჩარტერული რეისი და ახალგაზრდობის სააგენტოს ორგანიზებით, ჩვენ ერთი რეისი ბერლინში შევასრულეთ.

ახლა დაგროვდა სტუდენტების კიდევ ერთი ჯგუფი, ასევე გერმანიის მიმართულებით. მინდა, დავავალო საგარეო საქმეთა სამინისტროს, განათლების სამინისტროს და ახალგაზრდობის სააგენტოს, რომ სასწრაფოდ შევძლოთ ამ ჯგუფების იდენტიფიცირება და დავაორგანიზოთ 11 აგვისტოსთვის კიდევ ერთი რეისი.

ამასთან, რამდენიმე კომენტარი და რამდენიმე თხოვნაა უნგრეთში მცხოვრები და განათლების მიღების პროცესში მყოფი ჩვენი ახალგაზრდების მხრიდან. ჩვენ ასევე უნდა დავაიდენტიფიციროთ იქ სტუდენტების რა რაოდენობაა და თუ საჭირო იქნა, მათაც დავეხმაროთ შეღავათიანი ჩარტერული რეისით, რომლის ფასიც არ უნდა იყოს 199 ევროზე მეტი“, – განაცხადა გახარიამ.

1tv.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close