საზოგადოებაnewsსაქართველო

ათენიდან სპეცრეისით საქართველოს 180 მოქალაქე დაბრუნდა

ათენიდან საქართველოში სპეციალური რეისით 180 ადამიანი დაბრუნდა. ფრენა უნგრულმა დაბალბიუჯეტურმა კომპანიამ, „ვიზეარმა“ შეასრულა.

„ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში სპეციალური რეისით ათენიდან სამშობლოში 180 ადამიანი დაბრუნდა. მგზავრებმა აეროპორტშივე გაიარეს სამედიცინო შემოწმება, რის შემდეგაც ისინი სპეციალური ავტობუსებით საკარანტინო სივრცეებში გადაიყვანეს, სადაც 14-დღიან სავალდებულო კარანტინს გაივლიან და 24-საათიანი სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ იქნებიან“, – აცხადებენ ეკონომიკის სამინისტროში.

უწყების ცნობით, კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში, მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებითა და მთავრობის დადგენილებით, ეკონომიკის სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ საქართველოს მასშტაბით ამ დროისთვის 105 სასტუმროში საკარანტინო სივრცეების მოწყობას გაუწია ორგანიზება. დღეისათვის საკარანტინო სივრცეებში 6 381-მდე ადამიანია განთავსებული.

წყარო: 1tv.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close