მოგზაურობა

დღეს შესრულდება სპეცრეისი ათენი-ქუთაისი-ათენი

უცხოეთიდან საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში ეტაპობრივი დაბრუნების პროცესი გრძელდება. ზუსტად ერთ საათში, 15:10 სთ-ზე ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ათენიდან თვითმფრინავი ჩამოფრინდება, რომელიც 15:40 სთ-ზე უკან, ათენში გაფრინდება.

​სპეციალურ რეისს უნგრული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია „ვიზეარი“ ასრულებს. ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.

მათივე ცნობით, ორივე მიმართულებით ყველა ბილეთი გაიყიდა.

„ქუთაისის აეროპორტში ჩამოსვლისთანავე მგზავრები შემოწმებას გაივლიან და მათ აეროპორტის ოფიციალური გადამყვანი ავტობუსებით საკარანტინო სივრცეებში გადაიყვანენ. ათენი-ქუთაისი-ათენის მგზავრებს აეროპორტის ოფიციალური გადამყვანი კომპანიები – Georgian Bus და Omnibus Express მოემსახურებიან.

ქუთაისიდან ათენში მიმავალმა მგზავრებმა საბერძნეთის მთავრობის მიერ დაწესებული მოთხოვნა უნდა გაითვალისწინონ. კერძოდ, ათენში გამგზავრებამდე სავალდებულოა მგზავრებმა შეავსონ სპეციალური PLF-ფორმა ვებგვერდზე travel.gov.gr. შევსების შემდეგ ელექტრონული PLF-ფორმა ავტომატურად გაიგზავნება მგზავრის ელ.ფოსტაზე, რომელიც მან ავიარეისის შესრულებამდე უნდა წარადგინოს“, – აღნიშნულია საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციაში.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close