მსოფლიოnews

ალასკაზე 7.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, გამოცხადებულია ცუნამის საფრთხე

აშშ-ში, ალასკაზე 7.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. სტიქიის ეპიცენტრი პერივილის დასახლებასთან, 10 კილომეტრის სიღრმეში დაფიქსირდა.

მედიის ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგები სტიქიის ეპიცენტრიდან 800 კილომეტრის მოშორებით მდებარე ანკორიჯის მოსახლეობამაც იგრძნო.

ამ დროისთვის მსხვერპლისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

ალასკაში მოსალოდნელი ცუნამის შესახებ გაფრთხილება უკვე გამოცემულია. მიმდინარეობს კალიფორნიის სანაპიროსთვის ცუნამის წარმოშობის საფრთხის შეფასება.

1tv.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close